ზაფხულის დადგომასთან ერთად, სიმსუბუქის სურვილი ყველა ჩვენგანში მატულობას. ამ პერიოდში მოდური ჟურნალები, მოდის კვირეულები და ჩვენი შინაგანი „მე“ გვირჩევენ, ვიყოთ ბუნებრივები, გამოვიყენოთ რაც შეიძლება ნაკლები დეკორატიული კოსმეტიკა და დავასვენეთ ჩვენი კანი. თუმცა, აქტუალური ფერებისა და ფაქტურების შერჩევა, მაინც რჩება დღის წესრიგში რჩება.
რა უნდა მოხვდეს თქვენს ჩანთაში ცხელი სეზონის პერიოდში:
მარჯნისფერის ტონები – წელს მრავლად შეიმჩნევა ცნობილი დიზაინერების ჩვენებებზე. მათი გამოყენება შეგიძლიათ როგორც ტუჩსაცხის შერჩევის დროს, ასევე ღაწვებისთვის შეფერილობის მისაცემად. შესაფერისი პროდუქტი თქვენი კანის შეფერილობიდან და ტიპიდან გამომდინარე შეარჩიეთ.
თქვით უარი უხეშ ხაზებზე, განსაკუთრებით ჩრდილების წასმის დროს. შეეცადეთ, ფუნჯის მსუბუქი შეხებით, ორ სხვადასხვა ჩრდილს შორის გადასვლის ხაზი, რაც შეიძლება ბაცი იყოს და არ ჩანდეს უხეშად. ეს ხრიკი თქვენს იერს უფრო მეტ ბუნებრიობას შესძენს.
ზაფხულში უპირატესობა ნათელი ფერების ჩრდილებს მიანიჭეთ, თუმცა ნუ დაივიწყებთ – გამოიყენეთ მხოლოდ ის ფერები, რომლებიც ნამდვილად გიხდებათ, ტენდენციების მიუხედავად!
“გათხაპნილი თვალების ეფექტი” – ახალი ტრენდია, რომელმაც უკან მოიტოვა ე.წ. კლასიკური Smoky Eye. ასეთი ტექნიკის გამოყენება საკმაოდ ეფექტურია და განსაკუთრებით უხდება საღამოს დაგეგმილ ღონისძიებებს. ვფიქრობთ, ეს ვარიანტი განსაკუთრებით მიმზიდველია ქალბატონებისთვის, რომლებსაც უჭირთ ფანქრით ან ლაინერით სწორი ხაზების შესრულება. მაშ ასე,ზაფხულის სეზონი გიმარტივებთ ამოცანას …
No make-up look – ანუ სუფთა კანი ყოველგვარი მაკიაჟის გარეშე, ხშირ შემთხვევაში ნამდვილად არ ნიშნავს, რომ სახეზე არაფერი გისვიათ. ფაქტობრივად, ეს არის დეკორატიული კოსმეტიკის ოსტატურად შენიღბვის ტექნიკა. სწორედ ეს მიდგომა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულის სეზონს – ფარავთ ხარვეზებს და ინარჩუნებთ ბუნებრივ იერს. გამოიყენეთ ე.წ. კონსილერები ხარვეზების დასაფარად. თუ არჩევანს ტონალურზე შეაჩერებთ, შეუსადაგედ ის თქვენი კანის ფერს და უპირატესობა მსუბუქ ტექსტურას მიანიჭეთ.
სიმსუბუქე ტუჩსაცხშიც მისასალმებელია. ზაფხულის პერიოდში უპირატესობა მიანიჭეთ ტუჩის ბალზამს და არა მძიმე ტექსტურის მქონე პომადას. ის თქვენს ტუჩებს დაატენიანებს და მიმზიდველ იერს მისცემს. საღამოს წვეულებისთვის შეგიძლიათ მეტი სითამამე გამოიჩინოთ და შეარჩიოთ მუქი ღვინისფერი ტონის მატი ტუჩსაცხი, მეტად იდუმალი და ვნებიანი იერისთვის.
სწორი აქცენტების დასმა – ამაში ჰაილაითერი დაგეხმარებათ. მიანიჭეთ ცოტაოდენი მბზრინვარება თქვენს კანს. ეს საოცარი კოსმეტიკური აღმოჩენა, შეფერილ კანზე განსაკუთრებით კარგი არჩევანია – დატკბით თქვენი რუჯითა და სილამაზით.
და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ, თქვენ ახლა ყველაზე მხიარულ სეზონში იმყოფებით, გარეთ ზაფხული და ფერადი დღეების პერიოდია. იყავით თამამები და ნუ იტყვით უარს მკვეთრსა და ხასხასა ფერებზე – ექსპერიმენტები ხანდახან გამართლებულია. თუმცა ზედმეტიც ნუ მოგივათ, აქცენტი სახის რომელიმე ნაკვთზე გააკეთეთ – ყურადღებას უნდა იქცევდეს ორიდან ერთი – თვალები, ან ტუჩები.