მალე Louis Vuitton-ის რესტორანი გაიხსნება!

    იაპონიაში, კერძოდ, ქალაქ ოსაკაში Louis Vuitton-ის კაფე და რესტორანი იხსნება. კაფეს Le Café V ერქმევა ხოლო რესტორანს Sugalabo V. რესტორნის მენიუზე პასუხისმგებლობა ცნობილმა შეფმა, იოსუკე სუგამ აიღო.

    კაფე Le Café V “ლუი ვიტონის” მაღაზიის მეოთხე სართულზეა განთავსებული, აქვს ბარი და რომანტიული ტერასა ქალაქის ხედით. საღამოს საათებში კი სტუმრებს რესტორანი Sugalabo V უმასპინძლებს. რესტორანში მოხვედრა შესაძლებელი იქნება წინასწარი ჯავშნით. სხვათა შორის, ტოკიოში იოსუკე სუგას რესტორანში მოსახვედრად მსურველები რამდენიმე თვით ადრე ეწერებოდნენ. სავარაუდოდ, არც ლუი ვიტონის რესტორანში ქინება ადვილი მოხვედრა.

    შენობა არქიტექტორმა ძიუნ აოკიმ შექმნა. მისი ჩანაფიქრის მიხედვით, შენობა არის ტალღებში მცურავი გემი (ოსაკა საპორტო ქალაქია). დიზაინერმა ტაკუძინ იოსიოკამ კი მაგიდებში მობილურის დამტენი მექანიზმები ჩაამონტაჟა. ინტერიერიც და ექსტერიერიც თეთრ, ნათელ ფერებშია გადაწყვეტილი. ინტერიერში გამოყენებულია ნათელი ფერები, მეტალის აქსესუარები და ბევრი მწვანე მცენარე.

    რესტორანი პირველ სტუმარს პირველ თებერვალს უმასპინძლებს.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი