მარკ ჯეიკობსის ახალი მუზა – გოსპელის მომღერალი სამხრეთული ხიბლით

    ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე და ზოგიერთი მოულოდნელობა სრულებით ცვლის ჩვენს ცხოვრებას, როგორც ეს ალექსის რობის შემთხვევაში მოხდა.

    23 წლის ალექსისი გოსპელის ძალზედ ნიჭიერი მომღერალია ატლანტადან. ერთ დღესაც, ფოტოგრაფმა მეგობარმა სთხოვა, რომ ცოტა ხნით ეპოზიორა. შემდეგ კი რამდენიმე ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთეს. სრულიად შემთხვევით, მისი ფოტოები ერთ-ერთმა აგენტმა ნახა და ნიუ-იორკის ტოპ სააგენტოებს გაუგზავნა.

    “სიმღერა ჩემი ცხოვრებაა, ოჯახთან ერთად ბევრს ვმოგზაურობ. ვმღერი მუდამ და ყველაფერს. მოდელობაზე არც მიფიქრია, მაგრამ მოდელობამ თვითონ მომძებნა. ახლა ჩემი ადგილი IMG-ში ვიპოვე” – განაცხადა რუბიმ.

    ალექსისის დებიუტი მარკ ჯეიკობსის შოუზე შედგა და მისი გამოსვლა უკვე შეაფასეს, როგორც “სუფთა ჰაერის გაქროლება პოდიუმზე.” თავად ალექსისი თვლის, რომ მისი ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვალა და ძალიან ბედნიერია ახალ ამპლუაში.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი