მარიონ კოტიარი Chanel №5 -ის სახე გახდა

    ოსკაროსანი მარიონ კოტიარი ლეგენდარული სუნამოს, შანელი 5-ის ამბასადორის რანგში შანელის მოდის სახლს შეუერთდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მარიონი პარფიუმერულ ხაზს წარმოადგენს. სარეკლამო კამპანია მოგვიანებით დაიწყება, მანამდე კი, ფრანგულმა ბრენდმა თავისი ახალი სახის პირველი ფოტო გამოაქვეყნა.

    Chanel № 5 -ის ისტორია 1921 წელს იწყება, როდესაც გაბრიელ შანელმა გაიცნო ერნესტო ბო – სამეფო კარის ყოფილი პარფიუმერი, რომელიც რუსეთიდან გამოექცა რევოლუციას. შანელმა მას სთხოვა, რომ შეექმნა სუნამო, რომელსაც ქალის სურნელი ექნებოდა. მას შემდეგ Chanel № 5 აქტუალობას არ კარგავს.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი