სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვიტამინები და მინერალები ბავშვის იმუნიტეტის გაძლიერებისა და ჯანსაღი ზრდა-განვითარებისთვის

    9 წელია, რაც საქართველოშიპატარების ჯანსაღ ზრდა-განვითარებაზე სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი მულტივიტამინური ევროპული ბრენდი „მარსიანჩიკი“ ზრუნავს.   „მარსიანჩიკსს“ 28 წლიანი ისტორია აქვს. მას ევროპის წამყვან სპეციალისტებთან თანამშრომლობის შედეგად ცნობილი ევროპული ფარმაცევტული კომპანია „ვალმარკი“ აწარმოებს. თითოეული ფორმა მუდმივად განიცდის განახლებას იმ საერთაშორისო სამედიცინო რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომლებსაც ევროპისა და ამერიკის წამყვანი პედიატრიული ასოციაციები გამოსცემენ. გადის ევროკავშირის მკაცრად განსაზღვრულ ხარისხის კონტროლს, ეფექტიანობისა და უსაფრთხოების კლინიკო-ლაბორატორიულ კვლევებს. დღეისათვის, „მარსიანჩიკის“ ბრენდი საქართველოში წარმოდგენილია გამოშვების ხუთი ფორმით: „მარსიანჩიკი ომეგა 3“, „მარსიანჩიკი სიროფი“, „მარსიანჩიკი ინულინით“ და „მარსიანჩიკი ფუტურა“ აბებისა და სიროფის სახით. ფორმათა მრავალფეროვნება მშობლებს აძლევს საშუალებას, ზუსტად შეარჩიონ ვიტამინებისა და მინერალების ის კომპლექსი, რომელიც 1 წლიდან ასაკის ბავშვებსს, მათი ასაკის, ინდივიდუალური საჭიროებისა და სეზონის გათვალისწინებით სჭირდებათ

    ხშირად გვსმენია, რომ ვიტამინებსა და მინერალებს უდიდესი როლი აკისრიათ ბავშვის ორგანიზმისთვის. თუმცა, საინტერესოა ყველა მათგანი ერთნაირად მნიშვნელოვანია თუ არა, რა იწვევს მათ ნაკლებობას, რა საფრთხეებს უქმნის დეფიციტი ბავშვს და როგორ ავარიდოთ პატარებს თავიდან ვიტამინებისა და მინერალების უკმარისობა? აღნიშნულ საკითხებზე გვესაუბრება კლინიკა „პირველის“ პედიატრი, ქ-ნი ლალი ჯანაშია

    • პირველ რიგში განვმარტოთ, რომელი ვიტამინები და მინერალები წარმოადგენენ ყველაზე მნიშვნელოვანს ბავშვის ჯანსაღი ზრდა-განვითარების პროცესში?

    ქ-ნი ლალი – რა თქმა უნდა, თითოეული ვიტამინი თუ მინერალი ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ზრდა-განვითარების ხელშეწყობისთვის. სწორედ ამიტომ ზოგიერთ მათგანს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანსაც კი უწოდებენ, როგორიცაა რკინა, D ვიტამინი, A ვიტამინი, იოდი, თუთია, ფოლიუმის მჟავა, ასევე პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები და სხვა. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ ვიტამინებისა და მინერალების უმრავლესობის გამომუშავება ორგანიზმს არ შეუძლია და მათი მიღება, ბუნებრივად, მხოლოდ საკვებიდან ხდება. ჩვენს გარემოში, რომელიც დაბინძურებულია და სავსეა გნმ, არაჯანსაღი პროდუქტებით, სულ უფრო და უფრო რთული ხდება საკვებიდან მიკრო-მაკრონუტრიენტების დღიური, რეკომენდებული დოზით მიღება. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და „იუნისეფის“ მიერ 2023 წელს გამოიცა უმნიშვნელოვანესი პუბლიკაცია ბავშვთა ასაკში ნუტრიენტების მნიშვნელობის, მალნუტრიციის შედეგებისა და შეფასების შესახებ. აღმოჩნდა, რომ გლობალურად, მალნუტრიციის ანუ კვების დეფიციტის შედეგად, 5 წლამდე ასაკის 148,1 მილიონ ბავშვს ზრდის შეფერხება, 45 მილიონ ბავშვს წონის დეფიციტი/გამოფიტვა, ხოლო 37 მილიონს კი ჭარბი წონა აღენიშნება. წარმოიდგინეთ, მსოფლიოს ბავშვთა 35% სწორედ კვების უკმარისობით, არაბალანისრებული კვებით გამოწვეული მიკრო-მაკრონუტრიენტული უკმარისობა და შესაბამისად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების უდიდესი რისკი აქვს. მაჩვენებლებში, რა თქმა უნდა, შედის საქართველოც, სადაც გამოკვლეული 5 წლამდე ასაკის 10,4% იმყოფება აღნიშნულ რისკ ჯგუფში. 

    • გარდა არა ბალანსირებული კვებისა, კიდევ რა ფაქტორები შეიძლება იყოს აღნიშნული ნივთიერებების დეფიციტის განვითარების მაპროვოცირებელი?

    ქ-ნი ლალი: ვიტამინები და მინერალები არიან ბავშვის ორგანიზმის საშენი მასალა და კო-ფაქტორები ანუ ბიძგის მიმცემები და მარეგულირებლები ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლოდ აუცილებელი ბიო-ქიმიური პროცესებისა. შესაბამისად, ორგანიზმის მიერ მიკრო-მაკრონუტრიენტების ასეთი აქტიური მოხმარება ყოველწამიერად განაპირობებს მათი რესურსის გახარჯვას და თუ კვებით ეს ბალანსი ვერ აღდგება, ვითარდება დეფიციტი. ასევე, ვიტამინებისა და მინერლაების ნაკლებობის მაპროვოცირებელი ფაქტორებია სტრესი, არააქტიური ცხოვრების წესი, ხშირი ავადობა, ანტიბიოტიკოთერაპია, ისეთი მდგომარეობები, როგორიცაა მალაბსორბცია, ცელიაკია, ხშირი დიარეა, დისბიოზი და ა.შ . 

    • რა საფრთხეს უქმნის ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი ბავშვის ჯანმრთელობას?

    ქ-ნი ლალი: ნაკლებობასთან მჭიდრო კავშირშია იმუნური სისტემის დაქვეითება და ხშირი ავადობა ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციებით, სიმაღლეში ზრდის შეფერხება, წონის დეფიციტი ან პირიქით ჭარბი წონა, კოგნიტური უნარების, კონცენტრაციისა და სწავლის პროცესის შეფერხება, მხედველობის გაუარესება, რკინადეფიციტური ანემია, ჰიპო-ავიტამინოზი და მასთან დაკავშირებული პრობლემები, ზოგად ზრდა-განვითარებაში ჩამორჩენა და სხვა მრავალი. 

    • მიუხედავად მშობლების დიდი ძალისხმევისა, ხშირად ბავშვები უარს ამბობენ ბალანსირებულ კვებაზე, აქვთ უმადობა…როგორ ვიქცევით ასეთ დროს? 

    ქ-ნი ლალი: დიახ, გეთანხმებით. დღეისათვის ძალიან რთულია რაციონი ისე დავაბალანსოთ, რომ ერთის მხრივ გამდიდრებული იყოს ჯანსაღი, არაგენომოდიფიცირებული, ვიტამინებითა და მინერალებით გამდიდრებული საკვებით, ხოლო მეორეს მხრივ ბავშვი იკვებებოდეს ამ პროდუქტებით. ხშირად ბავშვებს არ უყვართ თევზეული, ხილ-ბოსტნეული, ხორცეული, აქვთ უმადობა. ასეთ დროს, ნუტრიენტების ბალანსირებული მიღებისა და ბავშვის ჯანსაღი ზრდა-განვითარების ხელშეწყობისთვის პედიატრთა ასოციაციები და სხვა სამედიცინო ორგანიზაციები რეკომენდაციას უწევენ ვიტამინების და მინერალების მიღებას დანამატის სახით. როდესაც ვხედავ, რომ მიუხედავად ჩემი და მშობლების აქტიურობისა, უმადობა ისევ აქტუალურია და ბავშვი კვლავ უარს ამბობს ბალანისრებულ კვებაზე, წლებია ჩემს პრაქტიკაში დამხმარე ძალად ვირჩევ „მარსიანჩიკის სიროფს“ – რომელიც, სპეციალურად 1 წლიდან ბავშვებისთვის შექმნილი, სწორედ აღნიშნული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნუტრიენტების ბალანსირებულ კომპლექსს წარმოადგენს. იგი ერთის მხრივ გვეხმარება, რომ პატარას ორგანიზმში აღვადგინოთ ყველა აუცილებელი ვიტამინისა და მინერალის ბალანსი, ხოლო მეორეს მხრივ, გაუუმჯობესოს მადა და გაზარდოს ბავშვის ორგანიზმის ბუნებრივი მოთხოვნილება საკვების მიმართ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამოვყო, რომ „მარსიანჩიკი სიროფი“ არ მოქმედებს ცენტრალური ნერვული სისტემის მადის ცენტრზე, ანუ ის არ იწვევს მიჩვევას და მადას არ ხდის დოზადამოკიდებულს. შესაბამისად, აქვს უსაფრთხოების მაღალი პროფილი. გამომდინარე იქედან, რომ ბავშები, რომლებიც არ ან ვერ იღებენ ჯანსაღი კვების რაციონს, განიცდიან იმ ნუტრიენტების ნაკლებობას, რომელიც სჭირდება იმუნურ სისტემას ჯანსაღი ფუნქციობისთვის, ხშირად ავადობენ და დაბალი აქვთ ორგანიზმის მდგრადობა სეზონური ინფექციების მიმართ. „მარსიანჩიკი სიროფი“ აქაც ძალიან გვეხმარება, რადგან მის შემადგენლობაშია ე.წ „ბუნებრივი იმუნოკომპლექსი“. კლინიკური კვლევებით დასტურდება, რომ „მარსიანჩიკი სიროფი“ ხელს უწყობს იმუნური სისტემის ჯანსაღ ფუნქციობას, ამცირებს ზედა სასუნთქი გზების ინფექციების, ხშირი ავადობის, ანტიბიოტიკოთერაპიისა და ჰოსპიტალიზაციის რისკს. 

    • ვიტამინებისა და მინერალების გარდა, თქვენ ახსენეთ ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც ყველამ კარგად ვიცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის და დასწავლის პროცესის ხელშეწყობისთვის. თუმცა, ბავშვების უმეტესობას არ უყვარს თევზეული, ზღვის პროდუქტები და აქაც დილემის წინაშე ვდგებით მშობლები. როგორ მოვიქცეთ?

    ქ-ნი ლალი: ნამდვილად, ომეგა 3-ის ძირითად წყაროს ცხიმიანი, გაუყინავი, ნაკლებად თერმულად დამუშავებული თევზი წარმოადგენს (ორაგული, ქაშაყი). შედარებით მცირე რაოდენობით შეიცავს ნიგოზი, ისპანახი, კვერცხის გული.  იმისათვის, რომ ბავშვმა საკმარისი პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები მიიღოს, ის კვირაში მინიმუმ 3 ულუფა თევზეულს უნდა მიირთმევდეს, რაც ძალიან დიდი იშვიათობაა . სწორედ ამიტომ, პერიოდულად გვიწევს დანამატების სახით ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების გამოყენება. ასეთ დროს, მშობლებს ჩემი პატარა პაციენტებისთვის ვურჩევ ხოლმე „მარსიანჩიკი ომეგა 3-ს“. იგი შეიცავს ზუსტად ორგანული წარმოშობის, ცივი მეთოდით დამუშავებულ თევზის ქონს, რომელიც Omega 3-ისა და DHA-ს ყველაზე მდიდარი წყაროა და გამოირჩევა საუკეთესო ბიოათვისების ხარისხით, ანუ „მარსიანჩიკის“ დახმარებით, ბავშვის ორგანიზმს ვაწვდით სწორედ იმ თევზის ქონს, რომელსაც ის საკვებიდან ვერ იღებს და ამით ხელს ვუწყობთ ბავშვის გონებრივი განვითარებისა და კოგნიტური უნარების გაუმჯობესების პროცესს. ამასთანავე, შეიცავს A/C/D ვიტამინებს, რაც, ერთი მხრივ, ხელს უწყობს ომეგა 3 მჟავების ათვისებას, მეორეს მხრივ, კი მნიშვნელოვანია მხედველობისთვის, იმუნიტეტისა და ზოგადად ბავშვის ჯანსაღი ზრდა-განვითარებისთვის. „მარსიანჩიკი ომეგა 3“ არ შეიცავს შაქარს, გლუტენს, ხელოვნურ დანამატებს, არ ზრდის გვერდითი მოვლენების რისკს. მეორე – ყველა კომპონენტი წარმოდგენილია დღიური რეკომენდებული, უსაფრთხო დოზებით, შესაბამისად, დაბალანსებული კვების დროსაც არ იწვევს ჰიპერდოზირებას და მესამე, რადგან ბავშვებს თევზეული არ უყვართ, მათთვის რომ კომფორტული იყოს ომეგა 3-ის მიღება, „მარსიანჩიკს“ აქვს ძალიან გემრიელი საღეჭი კაფსულები თევზის გემოსა და სუნის გარეშე, ამიტომ ძალიან მოსწონთ პატარებს. 

    • და ბოლოს, რას ურჩევდით მშობლებს? როგორ შევაყვაროთ ბავშვებს ჯანსაღი კვება და რას მივაქციოთ ყურადღება, როცა ვირჩევთ საკვებ დანამატებს პატარებისთვის?

    ქ-ნი ლალი: მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის რაციონი იყოს მრავალფეროვანი, ვიზუალურად მიმზიდველი, მდიდარი ცილებით, ჯანსაღი ცხიმებით, ნახშირწყლებითა და უჯრედისით. ვეცადოთ, შაქარი, მარილი და გაზიანი სასმელი საერთოდ ამოვიღოთ ბავშვის დღის წესრიგიდან. მნიშნელოვანია, ბავშვმა იკვებოს ერთსა და იმავე დროს, ულუფების რაოდენობა არ უნდა იყოს მისი ასაკისთვის გათვალისწინებულზე მეტი. კვებიდან კვებამდე შუალედებში არ მისცეთ ე.წ სასუსნავები. 

    რაც შეეხება საკვებ დანამატებს. მინდა მივმართო მშობლებს და ავუხსნა, რომ ყველა მულტივიტამინური დანამატი არ არის უსაფრთხო! ყურადღება მიაქციეთ რომ დანამატი იყოს შექმნილი სპეციალურად ბავშვებისთვის, ყველა კომპონენტი შეესაბამებოდეს ბავშვისთვის რეკომენდებულ სადღეღამისო დოზებს, რადგან როგორც ვიტამინების დეფიციტია საშიში, ასევე მათი ჰიპერდოზირებაა სახიფათო. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ არ შეიცავდეს ისეთ მავნე მინარევებს, როგორიცაა შაქარი, ხელოვნური საღებავი, კონსერვანტი, გლუტენი ან სხვა, გააჩნდეს კლინიკური კვლევებით გამყარებული ეფექტიანობა და უსაფრთხოება.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი