მარტივი რეცეპტები სასარგებლო ნიღბების მოსამზადებლად

    შეპირებისამებრ, Beauty Magazine გთავაზობთ სახის ნიღბების მარტივ რეცეპტებს. ამჯერად მოგიყვებით, როგორ მოვუაროთ მგრძნობიარე, ცხიმიან, გადაღლილ და პრობლემურ კანს.

    მგრძნობიარე კანისთვის

    1 ს/კ იოგურტი

    1 ჩ/ კ თაფლი

    1 ჩ/კ კაკაოს პუდრა

    ეს ინგრედიენტები კარგად შეურიეთ ერთმანეთს. ზოგ შემთხვევაში, მგრძნობიარე კანს სიწითლე ახასითებს, რაც დისკომფორტს გვიქმნის. იოგურტი კარგი საშუალებაა კანის დასამშვიდებლად და პროტეინებით მოსამარაგებლად. კაკაო კი დაგიცავთ გაღიზიანებისგან.

     

    ცხიმიანი კანისთვის

    ½ ჭიქა შვრია

    1 კვერცხი

    1 ს/კ ლიმონის წვენი

    ეს ნაზავი სახეზე გაიჩერეთ 15-20 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ. ლიმონი აშორებს ზედმეტ ცხიმს და მკვდარ უჯრედებს. შვრია კი აგარიდებთ სიწითლეს

     

    თუ გამონაყარი ან შავი წერტილები გაწუხებთ

    დაგჭირდებათ გოგრის პიურე (დაბლენდერებული)

    1 ს/კ თაფლი

    2 წვეთი ჩაის ხის ზეთი

    ნღაბი დაგიცავთ აკნესგან და გაამდიდრებს კანს კოლაგენით. ჩაის ხის ზეთი მოგაშორებთ გამონაყარს და კანს უფრო ნათელს გახდის. ეს ნიღაბი შეგიძლიათ კვირაში ერთხელ გამოიყენოთ.

     

    დაღლილი კანისთვის

    1 ლიმონის წვენი

    2 ს/კ შაქარი

    1 ს/კ ზეითუნის ზეთი

    დაღლილობა და სტრესი ჩვენს სახის კანზე დიდ გავლენას ახდენს. ამიტომ, საჭიროა გარკვეული პროცედურების ჩატარება.

    მიღებული მასა წაისვით სახეზე და კარგად შეიზილეთ. ეს ნიღაბი საგრძნობლად დაგიმშვიდებთ და გამოაცოცხლებს თქვენს კანს. ლიმონი და შაქარი მოგაშორებთ მკვდარ უჯრედებს, ხოლო ზეითუნის ზეთი აღადგენს და გააჯანსაღებს მას.

     

    ავტორი: მაკა ქოჩლაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი