მავნე პროდუქტები, რომლებიც ნელ-ნელა გვკლავენ

    წინა სტატიაში მოგიყევით 10 მავნე პროდუქტის შესახებ, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს ჩვენს ორგანიზმს. გადავწყვიტეთ ეს თემა კიდევ უფრო გაგვეშალა. წარმოგიდგენთ მავნე პროდუქტების ახალ სიას, რომლებიც დღითი-დღე არყევენ ჩვენს ჯანმრთელობას. ასევე მოგიყვებით, თუ რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს თითოეულმა მათგანმა.

    ალკოჰოლი

    შესაძლოა ბევრი არ დაეთანხმოს ამ მოსაზრებას, მაგრამ ალკოჰოლს კარგი არაფერი მოაქვს. საკმაოდ მაღალკალორიულია, იწვევს ორგანიზმის დეჰიდრატაციას, ღვიძლის დაზიანებას, წონის მომატებას, კანის პრობლემებს, დეპრესიას და ხშირი მოხმარების შემთხვევაში დამოკიდებულებას. თუ გსურთ, რომ ზიანი მიაყენოთ თქვენს ორგანიზმს, დაწყებული ტვინიდან, დასრულებული კანით, შეგიძლიათ გააგრძელოთ მისი მოხმარება.

    მარილი

    მარილს მნიშვნელოვან როლი აქვს სისხლის წნევის რეგულირების მხრივ. თუმცა, აუცილებლად უნდა დაიცვათ ბალანსი. თუ ზომაზე მეტ მარილს იღებთ, შესაძლოა სისხლის წნევამ აიწიოს და კარდიოვასკულარული დაავადებები განვითარდეს (რაც მსოფლიოს მოსახლეობის სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია). თუმცა, მარილის რაციონიგან ამოღება სასურველი არ არის. მისი რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 3.75 გრამიდან 6 გრამამდე.

    თეთრი პური

    წესით, ბურღულეული სასარგებლოა, თუმცა თეთრი პური არა. რატომ? იმისათვის, რომ იდეალურად თეთრი ფერი მიიღონ, მრავალგზის ამუშავებენ ფქვილს, ურევენ სხვადასხვა ქიმიუ ნივთიერებებს და აცლიან საჭირო ვიტამინებს და მინერალებს. სწორედ ამიტომ, თეთრი პური საფრთხეს უქმნის თქვენს ფარისებრს და შინაგან ორგანოებს.

    ხორბალი

    რადგან თეთრ პირს შევეხეთ, ხორბლის შესახებაც უნდა მოგიყვეთ. ეს პროდუქტი შეიცავს ნახშირწყლებს და მნიშვნელოვნად და სწრაფად ზრდის სისხლში შაქრის დონეს. დროთა განმავლობაში თქვენი პანკრეასი გადაიტვირთება, ორგანიზმი გახდება რეზისტენტული ინსულინის მიმართ და დიაბეტის განვითარების რისკი გაიზრდება. რაც მთავარია, ხორბალი აზიანებს კანს, ხელს უწყობს ნაოჭების განვითარებას და დაბერებას.

    რძის პროდუქტები

    გაგიკვირდებათ, მაგრამ რძე არც ისე სასარგებლოა, როგორც გვარწმუნებენ. ის, რომ რძის ნაწარმის მიღება განაპირობებს ჯანმრთელობას, მარკეტინგული ხრიკი აღმოჩნდა. დედის რძე, რომელსაც ჩვილობისას მივირთმევთ ბევრად განსხვავდება ძროხის რძისგან. ასაკის მატებასთან ერთად კი ლაქტოზის მიღება ჩვენს ორგანიზმს უფროდაუფრო უჭირს. რძის ნაწარმი დაკავშირებულია ისეთ პრობლემებთან, როგორიც არის ორგანიზმის მიერ საკვების შეწოვის გაძნელება, შაკიკი, ართრიტი, სიმსივნე, ალერგია და ასთმა.

    დილის საკვები – ე.წ. “ხლოპიები”

    ბურღულეულისგან დამზადებული ფანტელები უამრავ დანამატს შეიცავენ: გემოს გამაძლიერებლებს, საღებავებს, სხვადასხვა ხილის ჩირს, გენმოდიფიცირებულ ნივთიერებებს. ასე რომ, თუ თქვენი შვილების და ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე ზრუნავთ, ნუ დაიწყებთ დილას რძით (რომელზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ) და ბურღულეულის ფანტელებით. ან, თუ სხვა გამოსავალი არ გაქვთ, ნატურალური, თქვენ მიერ დაჭრილი ხილით მიირთვით.

    ფასთ ფუდები და “ნატურალური” წვენები

    ფასთ ფუდებს და ნატურალურ წვენებს ერთი საერთო აქვთ – ისინი დიდი რაოდენობით შეიცავენ გემოს გამაძლიერებლებს, შაქარს, ხელოვნურ საღებავებს და მავნე ქიმიურ ნივთიერებებს. მათზე უარის თქმით თავიდან აიცილებთ გასუქებას და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს. ეცადეთ მიირთვათ ჯანსაღ საკვები და დალიოთ სახლში დაწურული წვენები.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი