მეგან მარკლი და პრინცი ჰარი ლოს ანჯელესში პროდუქტებს არიგებენ

    პაპარაცებს იშვიათად უმართლებთ და ხშირად ვერ გვანებივრებენ მეგან მარკლისა და ჰარის ფოტოებით. თუმცა, ამჯერად მათ მოახერხეს მოსიყვარულე წყვილის გადაღება.

    მეგანი და ჰარი ამჟამად ლოს ანჯელესში ცხოვრობენ და საქველმოქმედო საქმიანობით არიან დაკავებულები. ისნი კალიფორნიაში ხელჩაკიდებულები დააფიქსირეს, როდესაც Project Angel Food -ის ფარგლებში საკვებს არიგებდნენ (ორგანიზაცია კრიტიკული დაავადებების მქონე ადამიანებს ეხმარება). წყვილი ყოველდღიურ ფორმაში იყო გამოწყობილი და პირბადეები ეკეთათ.

    ჟურნალმა ELLE სტატიას დაურთო მეგანისა და ჰარის ვიდეო სათაურით “მეგანისა და ჰარის ურთიერთობის საუკეთესო მომენტები.”

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი