მეგან მარკლი და პრინცი ჰარი პროტოკოლს არღვევენ!

    პრინცი ჰარი და მეგან მარკლი მუდამ მედიის ყურადღების ცენტრში არიან. მათ შესახებ ყოველდღე იდება ახალი ამბები. მათი თითოეული ნაბიჯი შუქდება და მათ ნებისმიერ გადაწყვეტილებას მთელი მსოფლიო განიხილავს. ამჯერად ინფორმაცია სამეფო პროტოკოლის დარღვევის შესახებ გავრცელდა.

    ჯერ იმაზე ალაპარაკდნენ, რომ ისინი საცხოვრებლად Frogmore-ს კოტეჯში გადადიან. ისიც თქვეს, რომ მათ არც ისე კარგი ურთიერთობა აქვთ დედოფალთან და სამეფო ოჯახის სხვა წევრებთან (თუმცა ფოტოები საპირისპიროს ამტკიცებენ).

    ახლა განხილვის საგანი მათი შვილის დაბადებაა. როგორც გაირკვა, ჰარი და მეგანი პატარას დასახვედრად განსაკუთრებულად ემზადებიან და ე.წ. Babyshower-ის წვეულების გამართვასაც აპირებენ. ბრიტანეთის სამეფო პროტოკოლის მიხედვით,  Babyshower-ი მიღებული არ არის. პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის სამივე შვილი ისე დაიბადა, რომ მსგავსი წვეულება არ გაუმართავთ. ბუნებრივიცაა, ეს ხომ ამერიკული ტრადიციაა. როგორც ჩანს ჰარი და მეგანი სამეფო წესების დარღვევას შეუდგნენ.

    ახლახან კიდევ ერთი ჭორი გავრცელდა: ჰერცოგი და ჰერცოგინია მომავალი ბავშვის სწავლის შესახებ უკვე გეგმებს აწყობენ. მათი შვილი ლონდონში, თავის ბიძაშვილებთან ერთად არ ისწავლის. როგორც ირკვევა, მათ სურთ, ბავშვს უფრო მრავალფეროვანი განათლება მისცენ და მის ამერიკულ სკოლაში (ACS Egham International in Surrey) გაგზავნას აპირებენ (რომელიც ინგლისში, სპეციალურად ამერიკელებისთვის არის განკუთვნილი).

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი