მეგან მარკლი კაროლინა ჰერერას ულამაზეს კაბაში!

    7 თვის ორსული ჰერცოგინია საკმაოდ აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს. ამჟამად წყვილი საქმიანი ვიზიტით მოროკოში, მეფე მუჰამედ VI-სთან იმყოფება.

    ბოლო შეხვედრაზე მეგან მარკლს კაროლინა ჰერერას ულამაზესი კაბა ეცვა, რომელიც სპეციალურად მეგანის მდგომარეობაზეა მორგებული – სტანდარტული ვერსიისგან განსხვავებით, ჰერცოგინიას კაბა წელში გამოყვანილი არ არის. ვიზიტის ამსახველი ფოტოების გავრცელების შემდეგ ყველა მეგანის დახვეწილ გემოვნებაზე ალაპარაკდა.

    ცნობისათვის, აღნიშნული კაბის ღირებულება დაახლოებით 3.000 დოლარამდეა. მისი შეძენა შესაძლებელია  საიტზე www.modaoperandi.com   

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი