მეგან მარკლი საკუთარი დღიურის გამოქვეყნებას გეგმავს

    ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ მეგან მარკლი საკუთარ დღიურს გამოაქვეყნებს, რომელსაც სამეფო სასახლეში ცხოვრების დროს წერდა. ამის შესახებ მისი და ჰარის მეგობარმა Daily Mail-ს განუცხადა.

    წყაროს ინფორმაციით, სამეფო ოჯახთან სკანდალური განხეთქილების შემდეგ მეგანმა გადაწყვიტა ღიად ილაპარაკოს და თავისი აზრი გამოხატოს იმ რთულ პერიოდზე, რომელიც მან ინგლისში გაატარა. სხვათა შორის, უნივერსიტეტის პირველ კურსზე მეგანი ლიტერატურას სწავლობდა და სავარაუდოდ, საკუთარი ბიოგრაფიის მოყოლა არც ისე ცუდად გამოუვა, მით უმეტეს, რომ მოსაყოლი ბევრი აქვს.

    გამოუშვებს თუ არა წიგნად მეგან მარკლი საკუთარ დღიურს, 2020 წლის აგვისტოს შემდეგ გახდება ცნობილი.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი