მეგან მარკლის წვეულება 430 000 დოლარი დაჯდა

    ახალი ანგლოფილური ცხოვრების წესების მიუხედავად მეგან მარკლი არ ღალატობს ამერიკულ ტრადიციებს. ამით იგი კვლავ ხაზს უსვამს საკუთარ წარმომავლობას. პრესა მეგანის ამ გადაწყვეტილებას დადებითად შეხვდა.

    როგორც იცით, მეგანმა სამეფო პროტოკოლი კიდევ ერთხელ დაარღვია და  შვილის დასახვედრად baby shower წვეულება გამართა, სადაც მისი უახლოესი მეგობრები და უამრავი ცნობილი სახე მივიდა. მალე, საჩუქრებზე და სტუმრებზე აქტუალური ამ ღონისძიების ხარჯები გახდა.

    Baby shower წვეულება The Mark Hotel-ის პენტჰაუსში ჩატარდა, საიდანაც ცენტრალურ პარკზე არაჩვეულებრივი ხედი იშლება. ნომრის ღირებულება ღამეში 75 000 დოლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰერცოგინიამ 150 000 დოლარი გადაიხადა.

    ნომერი გაფორმებული იყო ულამაზესი ყვავილებით. „ლედი ფლორის“ (Lady Fleur NYC) ვარდები დაახლოებით 400 დოლარი, ხოლო მანდარინის ხე 140 დოლარი დაჯდა. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა არფისტი ერინ ჰილი (625 $).

    მომავალმა დედამ ნიუ-იორკში 5 დღე დაჰყო. ამ დღეების განმავლობაში იგი The Mark Hotel-ის ერთადგილიან ნომერში ცხოვრობდა (9.982 $) და სამეფო დაცვის სამსახურის 2 ოფიცერი ემსახურებოდა, რომლებიც ამავე სასტუმროში გაჩერდნენ (14,213  $). როგორც ჩანს, ჰერცოგინიამ ძველი დროც გაიხსენა და თავის უახლოეს მეგობრებთან ერთად ნიუ-იორკის საუკეთესო რესტორნებსა და კაფეებს ესტუმრა.

    მეგანს პირადი თვითმფირნავი ემსახურებოდა, რომლის ერთი გზის ღირებულებაც 125 000 დოლარია (თუმცა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას ერთი ცენტიც არ გადაუხდია და ეს მისი კანადელი მეგობრის საჩუქარი იყო).

    Dailymail-ის ინფორმაციით, საერთო ჯამში, ეს ვიზიტი დაახლოებით 430 000 დოლარი დაჯდა.

    ავტორი: გიორგი გუნჯუა

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი