მეგან მარკლმა ტანსაცმლის საკუთარი ბრენდი შექმნა

    საკმარისია სასექსის ჰერცოგინია რომელიმე ბრენდის ტანსაცმლით გამოჩნდეს და ის კონკრეტული სამოსი იმავე დღეს იყიდება. როგორც ჩანს, მეგან მარკლი მიხვდა როგორ გამოიყენოს თავისი სტატუსი და გავლენა. მან ტანსაცმლის საკუთარი ბრენდი შექმნა და საოფისე ტნსაცმლის წარმოება დაიწყო. ეს იქნება საქველმოქმედო ბიზნესი და თითოეული გაყიდული მოდელის ანალოგი Smart Works-ს გადაეცემა. Smart Works არის ორგანიზაცია, რომელიც ქალებს სამუშაოს პოვნაში ეხმარება და შესაბამისი ტანსაცმლით უზრუნველყოფს.

    მეგანი სამოსს Marks & Spenser-თან, John Lewis-თან და Jigsaw-თან კოლაბორაციით შექმნის. ამ საქმეში მას თავისი მეგობარი, დიზაინერ მიშა ნონუც დაეხმარება. ჰერცოგინიას ტანსაცმლის ხაზი წლის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი