მეგანისა და ჰარის შვილი სამეფო ტიტულს ვერ მიიღებს?!

    მეგან მარკლი და პრინცი ჰარი მალე მშობლები გახდებიან. წყვილი ამჟმად ლონდონშია, სამეფო ოჯახი პატარას დასახვედრად ემზადება. სავარაუდოდ, ჰერცოგინია გოგონას დაახლოებით აპრილის ბოლოს გააჩენს (შეგახსენებთ, რომ ბავშვის სქესის შესახებ ცნობილი “ბეიბიშაუერის” წვეულების შემდეგ გახდა).

    მეგანისა და ჰარის შვილი დედოფალ ელიზაბეტის მერვე შვილთაშვილი და სამეფო ტახტის რიგით მეშვიდე მემკვიდრე იქნება. ამჟამად რიგითობა ასეთია:

    1. პრინცი ჩარლზი დედოფლის შემდეგ რიგში პირველია
    2. პრინცი უილიამი – ჩარლზის უფროსი ვაჟი
    3. პრინცი ჯორჯი – უილიამის უფროსი ვაჟი
    4. პრინცესა შარლოტა – უილიამის ქალიშვილი
    5. პრინცი ლუი – უილიამის ვაჟი
    6. პრინცი ჰარი
    7. ჰარისა და მეგანის მომავალი შვილი კი ჯერჯერობით მეშვიდე იქნება

    ეს თანმიმდევრობა შეიცვლება და ჰარისა და მეგანის შვილი კიდევ უფრო უკან გადაიწევს თუ უილიამსა და ქეითს კიდევ ეყოლებათ შვილები. რატომ?

    1917 წლის განკარგულების მიხედვით, ტიტული და ტახტზე ასვლის შანსი მხოლოდ “უელსის პრინცის უფროსი ვაჟის უფროს ვაჟს” ერგება. ამ წესის მიხედვით, ჩარლზისა და უილიამის შემდეგ, მხოლოდ პრინცი ჯორჯი უნდა ყოფილიყო პრინცი (და ტახტის მემკვიდრე)… თუმცა, დედოფალმა წესი 2012 წელს შეცვალა: მისი გადაწყვეტილებით, სამეფო ტიტული ქეითისა და უილიამის ყველა შვილს ერგო – პრინცი ჯორჯის და, შარლოტა პრინცესა გახდა, ხოლო უმცროსი, ლუი – პრინცი.

    ჰარისა და მეგანის შვილზე სამეფო ტიტული ავტომატურად არ გადავა (პრინცესა ან პრინცი არ იქნება). თუ გოგო იქნება მოხსენიებული იქნება როგორც “ლედი”, ხოლო თუ ბიჭი იქნება დამბარტონის საგრაფოს ერლის წოდებას მიიღებს.

     

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი