მეგანისა და ჰარის შვილის ნათლობის დეტალები

    მეგანისა და პრიცი ჰარის ვაჟი მოინათლა. ნათლობას ჰარის ოჯახის წევრები, პრინცესა დიანას დები, მეგანის დედა და რა თქმა უნდა, ნათლიები ესწრებოდნენ.

    პატარას ტრადიციული, ხელნაკეთი მანტია ეცვა, რომელსაც ბოლო 11 წელია ბრიტანეთის სამეფო ოჯახში დაბადებულ ბავშვებს აცმევენ ნათლობისას. ეს სამოსი პირველად 1841 წელს დედოფალ ვიქტორიას ბრძანებით შეიკერა და არჩის მანტია სწორედ მისი ზუსტი ანალოგია. რაც შეეხება მეგანს, მას ნათლობაზე დიორის ულამაზესი თეთრი კაბა ეცვა, ქით მიდლტონმა კი არჩევანი სტელა მაკარტნის ვარდისფერ კაბაზე გააკეთა.

    ნათლობის ცერემონია არ გასაჯაროებულა და არც ნათლიების ვინაობაა ცნობილი. სამეფო ოჯახის ინსტაგრამზე მხოლოდ 2 ოჯახური ფოტო გამოქვეყნდა. რამდენიმე საათში ამ ფოტოებმა 6 მილიონი მოწონება დაიმსახურა.

     

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი