მეგანმა და ჰარიმ პატარა არჩის ფოტო გამოაქვეყნეს

    ევროპასა და ამერიკაში დღეს მამის დღეს აღნიშნავენ. ამასთან დაკავშირებით მეგანმა და ჰარიმ სოციალურ ქსელში 6 კვირის არჩის ფოტო გამოაქვეყნეს.

    დაბადების შემდეგ, ეს პატარას მეორე საჯარო ფოტოა. პირველი 12 მაისს, დედის დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნდა, სადაც პრინცესა დიანას საყვარელი ყვავილების ფონზე მხოლოდ პატარას ფეხები და მეგანის ხელი ჩანს.

    გამოცემა “დეილი მეილმა” მეგანისა და ჰარის ბავშვობის ფოტოები გამოაქვეყნა რასაც ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გულშემატკივრები აქტიურად განიხილავენ თუ ვის უფრო ჰგავს არჩი – დედას თუ მამას.

    პრინცი ჰარი და მეგან მარკლი
    პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი