ზაფხულის ახალი ფავორიტი: Melvita-ს L’or Bio მშრალი ზეთი

    დაიღალეთ მცხუნვარე მზით გამომშრალი კანითა და თმით? გსურთ, თქვენს სილამაზის რუტინას რაღაც ახალი და განსაკუთრებული შემატოთ? გაიცანით Melvita–ს ახალი პროდუქტი ქართულ ბაზარზე — L’or Bio ექსტრამდიდარი, მშრალი ზეთი, რომელიც თქვენი ზაფხულის განუყოფელი ნაწილი გახდება.

    ეს უნივერსალური ზეთი განკუთვნილია როგორც კანის, ისე თმის მოვლისთვის. მისი მსუბუქი, არაწებოვანი ფორმულა მყისიერად შეიწოვება და კანს ბუნებრივ ბზინვარებას, ხოლო თმას ელასტიურობასა და ბრწყინვალებას უბრუნებს.

    რატომ არის L’or Bio იდეალური ზაფხულში?

    ზაფხულის აქტიურ დღეებში, მზის, ქარისა თუ ზღვის წყლის ზემოქმედებისგან კანი და თმა განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. L’or Bio-ს უნიკალური ფორმულა გამდიდრებულია 5 ძვირფასი, ორგანული ზეთის სინერგიით, რომლებიც ერთად ზრუნავენ თქვენს სილამაზეზე:

    • არგანი & ფინიკი: ღრმად ატენიანებს და იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისგან, აღადგენს მის ბუნებრივ ბარიერს.
    • კენდი & ბაობაბი: ამშვიდებს გაღიზიანებულ ან დამწვარ კანს, ანიჭებს მას აბრეშუმისებრ სიგლუვეს.
    • ინკა–ინჩი: ზრდის კანის ელასტიურობას და ეხმარება მას სიმკვრივის შენარჩუნებაში.

    გამოყენების მარტივი გზები:
    კანზე: დაიტანეთ სხეულზე ბანაობის შემდეგ, მზის აბაზანების მიღებამდე და შემდეგ, რათა კანს სიცოცხლისუნარიანობა დაუბრუნოთ.
    თმაზე: დაამატეთ რამდენიმე წვეთი თმის ბოლოებზე, რათა თავიდან აიცილოთ მათი გამოშრობა.

    Melvita–ს L’or Bio მშრალი ზეთი არა მხოლოდ ეფექტური, არამედ უსაფრთხოც არის. მისი გამოყენება შესაძლებელია ორსულობის დროსაც, რაც მის სანდოობას კიდევ უფრო ზრდის. გარდა ამისა, მისი ნაზი, მზიანი და ვანილის ნოტებით გაჯერებული სურნელი ზაფხულის თბილ მოგონებებს გაგახსენებთ და მთელი დღის განმავლობაში შეგრჩებათ.

    მიანიჭეთ თქვენს კანსა და თმას ის ოქროსფერი ბზინვარება, რომელსაც იმსახურებს!

    მელვიტას სრული ასორტიმენტი წარმოდგენილია ფარმსახლის აფთიაქებში და ონლაინ: Wolt-ზე, extra-სა დაVeli Store – ზე.

    Veli Store – shorturl.at/yvVNe


    გამოიწერეთ მელვიტას სოციალური ქსელები:
    Facebook: Melvita Georgia 
    Instagram: Melvita_georgia

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი