Melvita-ს არგანის სახის მოვლა: 20-ჯერ მეტი აქტიური ცხიმოვანი მჟავა ჩვეულებრივ არგანის ზეთთან შედარებით!

    ოქროსფერი შემოდგომა სავსეა ახალი გეგმებით, მიზნებით, სურვილებითა და მისწრაფებებით. ამ სიახლეების აურზაურში კი არ დაგვავიწყდეს ჩვენი კანის გამოცოცხლებაც. ზაფხულის მზის საოცარ ესთეტიკას და არაჩვეულებრივ მოგონებების აღდგენას, თან ახლავს გამომშრალი და უსიცოცხლო კანი, რომელიც სრაფ აღდგენას საჭიროებს. ისედაც დაღლილი კანისათვის კი საუკეთესო არჩევანი, ბუნებრივი ინგრედიენტებისგან დამზადებული პროდუქციაა. სწორედ ამიტომ გვინდა გაგაცნოთ მელვიტას Argan Bio-Active ხაზი, მთელი თავისი დიდებულებით, რომელიც  შექმნილია სწორედ იმისთვის, რომ ებრძოლოს კანის დაბერების ნაადრევ ნიშნებს, შეამციროს ნაოჭების სიღრმე, მიანიჭოს მას სიგლუვე, ელასტიურობა, ბზინვარება და აღადგინოს მისი სიმკვრივე. 

    რატომ არის Melvita–ს არგანის სახის მოვლის პროდუქცია გამორჩეული და ერთ-ერთი მოთხოვნადი სახის მოვლის საშუალება მთელს მსოფლიოში?

    მსოფლიოში არგანის ზეთზე დაფუძნებული სახის მოვლის უამრავი პროდუქცია არსებობს, მაგრამ Melvita–ს Argan Bio-Active ხაზი მათგან სრულიად გამორჩეულია. მისი საიდუმლო ინგრედიენტი – ფერმენტირებული არგანის ზეთია – ნამდვილი ინოვაცია! სპეციალური ფერმენტაციის პროცესის წყალობით, ის ჩვეულებრივ არგანის ზეთზე 20-ჯერ მეტ აქტიურ ცხიმოვან მჟავას შეიცავს. ულტრა–აქტიური მოლეკულა ღრმად აღწევს კანის შრეებში, იცავს თქვენს ბუნებრივ კოლაგენს დაშლისგან და აძლიერებს ბარიერს გარე აგრესორებისგან.  ეს არის ორმაგი მოქმედება კოლაგენზე, რომელიც გარანტირებულია! მისი ერთ-ერთი საიდუმლო, ღრმა მეცნიერულ კვლევებში მდგომარეობს. ეს არის ნამდვილი ექსპერტული მოვლა, რომელიც კოლაგენზე ორმაგად მოქმედებს.

    მელვიტას Argan Bio-Active ხაზის სამმაგი ეფექტის მიღწევა ხდება ფერმენტირებული არგანის ზეთის ინოვაციური მოქმედების წყალობით, რომელიც კოლაგენზე აქტიურად მუშაობს:

    ლიფტინგის ეფექტი: ეს არის პირდაპირი ბრძოლა კანის სისუსტისა და ჩამოშვების წინააღმდეგ, რაც უზრუნველყოფს სახის კონტურის გამკვრივებასა და აწევას.

    ნაოჭების შემცირება მოცულობაში და სიღრმეში: ხაზი მოქმედებს როგორც ღრმა, ისე წვრილ ნაოჭებზე, რაც კანის რელიეფს საგრძნობლად ასწორებს.

    სიმკვრივის აღდგენა: კანი ხდება უფრო ელასტიური და მკვრივი, რაც მას ახალგაზრდულ და სავსე იერს უბრუნებს.

    გაიცანით მელვიტას სახის მოვლის 4 უძლიერესი საშუალება, რომლებიც თქვენს კანის მოვლის რუტინას რევოლუციურს გახდის. 

    1. Melvita Lift & Firming Cream – სახის ლიფტინგისა და გამამკვრივებელი კრემი იდეალურია ნორმალური და მშრალი კანისთვის.  ის გთავაზობთ მყისიერ ლიფტინგის ეფექტს, აქტიურად ებრძვის სიმკვრივის დაკარგვას, კვეთს კონტურებს და ინტენსიურად აუმჯობესებს კანის ელასტიურობას. კანი ძალიან მოკლე დროში ხდება მკვრივი, წარმოუდგენლად გლუვი.
    2. Melvita Regenerating Night Balm – აღმდგენი ღამის ბალმი განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის. ღამის რეგენერაციის ექსპერტი – ფერმენტირებული არგანის ზეთის, არგანის ფოთლის ექსტრაქტისა და არგანის რბილობის სინერგიით შექმნილი  ბალმი ღამით მუშაობს: იცავს კოლაგენს დაშლისგან და აძლიერებს კანს გარე აგრესორებისგან. ბალმის ყოველი გამოყენების შემდეგ, თქვენს მისცემთ სახის კანს ძალას, აღიდგინოს თავი, სანამ თქვენ გძინავთ და გაიღვიძებთ განახლებული, ახალგაზრდული და გლუვი კანით. 
    3. Melvita Expert Smoothing and Radiance Serum – ექსპერტი შრატი ბზინვარებისთვის შქმნილია ყველა ტიპის კანისთვის – დაბერების ნიშნების პრევენციისა და არსებული წვრილი ხაზების თუ ნაოჭების შემცირებისთვის. ულტრა-კონცენტრირებული ფორმულა აერთიანებს ფერმენტირებულ არგანის ზეთს (კოლაგენის დაცვა) და ფერმენტირებული ჟოლოს AHA-ს (უჯრედების განახლების სტიმულაცია და ბარიერის გაძლიერება). სულ რაღაც 7 დღეში  შესამჩნევად აუმჯობესებს კანის იერს, ანიჭებს მას ინტენსიურ ბზინვარებას და ხელს უშლის დაბერების ნიშნებს.
    4. Melvita Corrective Eye Care – თვალის კორექციის ბალმი ზღუდავს კოლაგენის დაშლას, მისი ფორმულა ღრმად ატენიანებს თვალის ირგვლივ არეალს, ამცირებს შეშუპებას, წვრილ ნაოჭებსა და მუქ წრეებს. გამოყენების შემდეგ, თვალის ირგვლივ კანი უფრო მკვრივი და გლუვია.
      Melvita-ს კვლევებმა დაადასტურა ამ ხაზის მაღალი ეფექტურობა:
      ნაოჭები: მხოლოდ 4 კვირის გამოყენების შემდეგ ნაოჭების ინტენსივობა 4%-ით მცირდება.
      სიმკვრივე: ლიფტინგისა და სიმკვრივის კრემი ზრდის კანის სიმკვრივეს 18%-ით.
      ბზინვარება: ექსპერტი შრატი აძლიერებს კანის ბზინვარებას 40%-ით.

    არ აქვს მნიშვნელობა, იწყებთ მოვლას თუ აძლიერებთ რუტინას, Melvita-ს სახის მოვლის  პროდუქცია არის გასაღები იმისთვის, რომ თქვენი კანი იყოს მუდამ მკვრივი, ნათელი და ახალგაზრდული!

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი