Melvita ბუნებრივი სილამაზის სინონიმად, ჯერ კიდევ 40 წლის წინათ იქცა და ასეა დღესაც. ეს ფრანგული ბრენდი, თავის მოვლის საერთაშორისო სცენაზე, არდეშის რეგიონიდან, 1983 წელს გამოჩნდა და დაამტკიცა რომ ბუნებრივი ინგრედიენტებისგან შექმნილ პროდუქტებს, ქიმიური დანამატების გარეშე, შეუძლიათ იზრუნონ ჩვენს სილამაზესა და ჯანმრთელობაზე.
Melvita სხვადასხვა საჭიროებაზე მორგებულ, არაერთ ხაზს მოიცავს, თუმცა დღეს მოგიყვებით Source de Roses – ვარდის უნიკალური ხაზის შესახებ. მისი პროდუქტები ნამდვილი საგანძურია თქვენი კანისთვის, რადგან თითოეული მათგანი დამასკოს ვარდის ექსტრაქტისგან მზადდება და სახის მოვლის სრულ რუტინას მოიცავს.
დამასკოს ვარდი: ბუნების საჩუქარი თქვენი სილამაზისთვის
საუკუნეების მანძილზე, დამასკოს ვარდი მარადიული ახალგაზრდობის სიმბოლოდ მიიჩნეოდა. ეს არის ყვავილი, რომელიც არა მხოლოდ სასიამოვნო სურნელით გამოირჩევა, არამედ კანის განკურნებასა და განახლებაზეც არის პასუხისმგებელი. ტრადიციის მიხედვით , მას მხოლოდ გარიჟრაჟზე კრეფენ, სწორედ მაშინ როდესაც ვარდის ეთერზეთების კონცენტრაცია პიკს აღწევს. დამასკოს ვარდის ექსტრაქტი კი იმდენად ძვირფასია, რომ ერთი ლიტრის დასამზადებლად სამი ტონა ფურცელია საჭირო. სწორედ ამიტომ დამასკოს ვარდი ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ და ფასეულ ინგრედიენტად არის მიჩნეული
დღეს, Melvita Source de Roses, სწორედ ამ დიდი გამოცდილებით არის შთაგონებული და ქმნის მოვლის საშუალებებს, რომლებიც ზედაპირულ მოვლაზე ბევრად მეტია.
მისი ექსტრაქტი ღრმად აღწევს კანის შრეებში, ამშვიდებს, არბილებს და იცავს მას, ანიჭებს ჩვენს კანს ჯანსაღ იერს, ბუნებრივ ბზინვარებასა და სასიამოვნო სურნელს.
Melvita Source de Roses პროდუქტები გამოირჩევა, არა მხოლოდ აქტიური ნივთიერებების მაღალი შემცველობით, არამედ ტექსტურების სინაზითაც. სწორედ ამიტომ, ისინი მგრძნობიარე კანსაც კი იდეალურად ერგება. გამოყენების შემდეგ, კანს მთელი დღის განმავლობაში ერთგვაროვანი და გლუვი იერსახე აქვს, ვარდის ნახი სურნელი კი მთელი დღის განმავლობაში იგრძნობა.
Source de Roses ხაზი აერთიანებს სრული რუტინისთვის საჭირო, ყველა პროდუქტს:
- Source de Roses დღის დამატენიანებელი კრემი: 2-1-ში ფორმულა, ველური ვარდის ექსტრაქტითა და მცენარეული ჰიალურონის მჟავით, ღრმად ატენიანებს კანს და ებრძვის წვრილ ნაოჭებს. +91% დატენიანება და 48-საათიანი ეფექტი. ხელმისაწვდომია ეკო–მეგობრული (Refill) შეფუთვითაც.
რას ნიშნავს Refill? ეს არის კრემის შემავსებელი კაფსულა, რომელსაც უკვე არსებულ ქილაში თავსდება. ასე თქვენ ზრუნავთ როგორც თქვენს კანზე, ისე გარემოზე, რადგან ამცირებთ პლასტმასის მოხმარებას და ქმნით ნაკლებ ნარჩენს.
- Source de Roses ექსტრაორდინალური წყალი: ეს უნიკალური ორგანული ესენცია აერთიანებს დამასკოს ვარდის წყალს, ორგანულ ზეთსა და მცენარეული წარმოშობის ჰიალურონის მჟავას. მსუბუქი, სურნელოვანი, გელისმაგვარი ტექსტურა იდეალურია დილისა და საღამოს მოვლისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი გამოყენება ზაფხულში,რადგან იდეალურად ატენიანებს, მზის სხივებისგან გამოფიტულ კანს. რეკომენდებულია სახის კრემისა ან შრატის გამოყენებამდე.

- Source de Roses BB კრემი: 6 ფუნქცია 1 პროდუქტში! მისი უნიკალური ფორმულა, ვარდის ყვავილის ორგანული წყლითა და 100% ბუნებრივი პიგმენტებით, უზრუნველყოფს კანის ბუნებრივ ბზინვარებას და ათანაბრებს მის ტონს. წარმოდგენილია ღია და ოქროსფერ ტონალობებში, რათა იდეალურად შეერწყას თქვენს კანის ფერს.
Melvita Source de Roses ის პროდუქტები, ყოველ გამოყენებაზე დაგარწმუნებთ, თუ რა დიდი ძალა აქვს ბუნებას და როგორ შეუძლია მას ჩვენზე ზრუნვა. დატკბით ამ შესაძლებლობით.Melvita – N1 ორგანული კოსმეტიკა საფრანგეთში!
აღმდგენი ღამის გელი – მისი გელისებური ტექსტურა ატენიანებს და აღადგენს დაღლილ და გამომშრალ კანს მთელი ღამის განმავლობაში. გაღვიძებისთანავე კანი ღრმად დატენიანებული და მეტად დასვენებულია.
დამატენიანებელი ფლუიდი – იდეალურია კომბინირებული ან გამომშრალი კანისთვის, ღრმად ატენიანებს კანს და ხელს უწყობს სიმშრალისგან გამოწვეული წვრილი ნაოჭების შემცირებას
თვალის დაღლილობის საწინააღმდეგო გელი– ინტენსიურად ატენიანებს თვალის კონტურს, ამცირებს შეშუპებას და მუქ წრეებს, ამავდროულად უზრუნველყოფს სიგრილის შეგრძნებას.
Melvita Source de Roses არ არის მხოლოდ კანის მოვლა.
ეს არის ზრუნვის რიტუალი, რომელიც შთაგონებულია ბუნებით და საუკუნოვანი სიბრძნით. ეს არის მომენტი, სადაც მეცნიერება, ტრადიცია და საკუთარი თავის სიყვარული ერთიანდება.
- გამოიწერეთ მელვიტას სოციალური ქსელები:
Facebook: Melvita Georgia
Instagram: Melvita_georgia












