მიკრო ჩანთები ნემსიყლაპიას დეტალით ამ სეზონის ჰიტი იქნება

    ირინა შეიკმა ქუჩები პოდიუმად აქცია – ის ქმნის ლუქებს, რომლის გამეორებასაც ბევრი ვერ ბედავს. Boys Lie-ს თამამად ამოჭრილი თეთრ მაისურს მუქი ჯინსი და შავი, თასმიანი ფეხსაცმელი შეუხამა. ამ ყველაფერს კი პატარა ჩანთა დაუმატა. მიუხედავად პირბადისა,  მისი სხეულის ფორმები ფოტოგრაფებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა.

    Boys Lie-ს ბრენდის მომხმარებლები არიან ბელა და ჯიჯი ჰადიდები, ჰეილი ბიბერი, მეგან ფოქსი. ისინი ბრენდს მარტივი სილუეტის, ნათელი ნაქარგებისა და მხიარული ლოზუნგების გამო ანიჭებენ უპირატესობას.

    პატარა მოცულობის ჩანთა ნემსიყლაპიას დეტალით კი მომავალი ტრენდია, რომელიც საკმაოდ განსხვავებულია და ნებისმიერ სტილ მოუხდება.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი