მილა კუნისმა დევიდ კომას სამოსი მოირგო

    10 მარტს, ლოს ანჯელესში Paramount Pictures-ის ახალი ანიმაციური ფილმის, ‘Wonder Park’- ის პრემიერა გაიმართა. პრემიერას, რა თქმა უნდა, მილა კუნისიც ესწრებოდა. მან ამ დღისთვის ქართველი დიზაინერის, David Koma-ს 2019 წლის კოლექციიდან ულამაზესი კომბინიზონი შეარჩია.

    აღსანიშნავია, რომ მილა კუნისი დევიდ კომას სამოსით მანამდეც გამოჩნდა. მილას გარდა ქართველი დიზაინერის ტანსაცმელი არაერთმა ვარსკვლავმა მოირგო, მათ შორის არიან: ჯენიფერ ლოპესი, ჯენიფერ ლოურენსი, ბიონსე, რიანა, ლედი გაგა, ნაომი კემპბელი და სხვები.

      

    ავტორი: მაკა ქოჩლაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი