ვინ თქვა, რომ მხრებზე გადმოსული საზაფხულო კაბის გვიან შემოდგომაზე ჩაცმა არ შეიძლება? მილი ბობი ბრაუნმა Stranger Things-ის მესამე სეზონის ჩვენებისთვის კაბა ჟივანშის 2020 წლის კოლექციიდან შეარჩია.
შავი დეტალებით დატვირთულ თეთრ კაბაში თინეიჯერი ვარსკვლავი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. 15 წლის მსახიობმა, რომელიც Netflix-ის Eleven-ის პერსონაჟს თამაშობს, კაბას ვერცხლის სამკაულები, თეთრივე ფერის ქუსლიანი ფეხსაცმელი, თეთრი ფრჩხილის ლაქი და წითელი პომადა შეურჩია. აღსანიშნავია, რომ ჩვენებას ესწრებოდნენ ქასთის დანარჩენი წევრებიც – უაინონა რაიდერი, დევიდ ჰარბორი, ნოა შნაპი, ჯო კერი და კელებ მაკლაგლინი.


ავტორი: რუსკა კრაწაშვილი













