“მისი უდიდებულესობა “- წიგნი ელისაბედ II- ის ცხოვრებაზე

    დიდ ბრიტანეთში, ელისაბედ II-ის მმართველობა ექვს ათწლეულზე მეტს ითვლის. წლების განმავლობაში მის გარშემო საზოგადოების მაღალი ინტერესი და ინტრიგები არ წყდება.

    მისი მომხიბლავი ცხოვრება და როლი წარმოადგენს თაშენის უახლესი წიგნის მთავარ თემას. “მისი უდიდებულესობა” არის წიგნი, რომელიც დედოფლის საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. მასში ნახავთ ,,ფოტოსურათების შეუდარებელ კოლექციას” რომელიც შესანიშნავად აღწერს ბრიტანელების საყვარელ მონარქს.

    წიგნში არა მხოლოდ სამეფო ისტორიისა და ტრადიციების ამსახველი ფაქტები, არამედ ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრებიც შედის, როგორებიცაა მაგალითად სესილ ბიტონი, ენი ლეიბოვიცი, დევიდ ბეილი, დოროთი უაილდინგი და სხვა.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი