“მითები”, რომლებიც მართლა მოქმედებს

    სილამაზისა და თავის მოვლის სფეროში უამრავი რჩევა და ხრიკი არსებობს. ვცდილობთ რაიმე ახალს და განსაკუთრებულს მივაგნოთ იმისათვის, რომ უფრო ლამაზად გამოვიყურებოდეთ და თავის მოვლის პროცესიც გავიადვილოთ. ძველ მეთოდებს ხშირად “მითებს” უწოდებენ და გვარწმუნებენ, რომ ისინი უსარგებლოა… თუმცა, ასე სულაც არ არის:

    ოხრახუშისა და ყინულის კუბები 

    თუ დილაობით სახე შეშუპებული გაქვთ, ან ღამის გართობის შემდეგ კანი ცუდად გამოიყურება, ნუ შეშინდებით, ამ პრობლემას 1 წუთში მოაგვარებთ: საღამოობით ცოტაოდენი ოხრახუში და წყალი დააბლენდერეთ, ჩაასხით ყინულის კუბებში და შედგით საყინულეში. დილაობით ოხრახუშიანი ყინული წრიული მოძრაობებით ნაზად გადაიტარეთ სახეზე. ოხრახუშის თვისებები დაგეხმარებათ გაათავისუფლოთ ფორები ზედმეტი სითხისგან, ხოლო ყინული კანს აჯანსაღებს, ტონუსში მოჰყავს და ავიწროვებს ფორებს.

    “თავის ყოველდღე დაბანა კარგი არ არის”

    ალბათ, ხშირად მოგისმენიათ ეს რჩევა ბებიებისგან, დედებისგან… თავის ყოველდღე დაბანით თავის კანს სცილდება ცხიმი, რომელიც აუცილებელია ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად. თუ გაგიმართლათ და არ გაქვთ ზედმეტად ცხიმიანი თმა, შეგიძლიათ 3 დღეში ერთხელ დაიბანოთ.

    ვაზელინი, როგორც ჰაილაითერი

    ბოლო წლებში, ჰაილაითერი მაკიაჟის განუყოფელ ნაწილად იქცა. მისი დანიშნულებაა “ამოწიოს”, წარმოაჩინოს სახის გარვეული ნაწილები (მაგალითად ყვრიმალები, წარბის ნაწილი, ცხვირის წვერი…). თუ მოხდა ისე, რომ ჰაილაითერი გაგითავდათ, თამამად შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ვაზელინით. იგი ამოანათებს თქვენთვის სასურველ ადგილებს.

    “მოიჭერით თმა და ის სწრაფად გაიზრდება”

    არასოდეს არის ადვილი თმის შეჭრა. მით უმეტეს, თუ გადაწყვეტილი გაქვთ, რომ გრძელი თმა ატაროთ. თუმცა, რაც უფრო დიდხანს არ შეიჭრით თმას, მით მეტია შანსი, რომ გაგიჩნდეთ “ბოლოჭამიები” და დაყოფილი ბოლოები. თმის ბოლოები ადამიანმა მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 2 თვეში ერთხელ უნდა მოიჭრას.

    იოგურტი და მაწონი დამწვრობის საწინააღმდეგოდ

    უამრავი დასახელების მზისგან დამცავი კრემი არსებობს, თუმცა ზაფხულობით, ზღვაზე ყოფნისას, მაინც ვახერხებთ და ვიწვებით ხოლმე. ეს იმიტომ, რომ გვიჭირს მზესთან თუნდაც 2-3 საათი გამოთხოვება და ვცდილობთ მზიანი ამინდით დღის ბოლომდე ვისიამოვნოთ. ალბათ ხშირად მოგისმენიათ ოჯახის წევრებისგან, რომ მაწონი (და ასევე იოგურტი) დამწვრობას შველის. ეს სიმართლეა, თუმცა არა მხოლოდ იმიტომ, რომ მაწონი ცივია და დამწვარ კანს აგრილებს, არამედ იმიტომ, რომ მაწონი და იოგურტი სავსეა პრობიოტიკებით, რომლებიც კანს დაზიანებული სტრუქტურის და ბუნებრივი ბარიერის აღდგენაში ეხმარებიან. 10 წუთი და შეგიძლიათ გრილი წყლით ჩამოიბანოთ.

    კიტრი თვალებზე

    თვალებზე დალაგებული დაჭრილი კიტრი კლასიკაა და საკმაოდ კარგი ეფექტიც აქვს. A და C ვიტამინების წყალობით მას ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს, აწყნარებს და აგრილებს კანს, შველის შესიებულ უპეებს.

    ტუჩსაცხი კბილებზე

    ტუჩსაცხის მოყვარულებისთვის ეს კარგად ნაცნობი პრობლემაა, რომელიც გაღიმებისთანავე იჩენს ხოლმე თავს 🙂 ამის თავიდან აცილება საკმაოდ მარტივია: როგორც კი წაისვამთ ტუჩსაცხს, თქვით O (ო), ჩაიდეთ თითი პირში, ნაზად მოუჭირეთ ტუჩები და პრთხილად გამოწიეთ თითი. ასე ზედმეტ საცხს მოიშორებთ.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი