მიზეზი, რის გამოც პრინცესა დიანამ CHANEL-ზე უარი თქვა

    პრინცი ჩარლზისა და პრინცესა დიანას ურთიერთობა კამილა პარკერ-ბოულზის გამოჩენისთანავე საგრძნობლად აირია. როდესაც პრინცი საბოლოოდ გაერკვა გრძნობებში, მეუღლესთან ურთიერთობაც დაასრულა. სკანდალური განქორწინება დიანასთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა და სრულიად შეცვალა მისი ცხოვრება… და არა მხოლოდ ცხოვრება, ჩაცმის სტილიც.

    “შანელის” მოდის სახლის მიმართ სიმპატიის მიუხედავად დიანას აღარ შეეძლო ამ ბრენდის ტანსაცმლის მორგება. როდესაც ერთ-ერთი ღონისძიებისთვის პრინცესამ “ვესრაჩეს” კაბა შეარჩია, “შანელის” დიზაინერმა, ჯეისონ ბრენდსონმა მას “შანელის” ფეხსაცმელები შესთავაზა. პრინცესამ კი უპასუხა: “არა, “შანელს” ვერ ჩავიცვამ, რადგან C ასოცირება ჩარლზთან და კამილასთან (Camilla, Charles).” ბრენდის ლოგოტიპი პრინცესას მეუღლის ღალატს ახსენებდა.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი