მოდური ჩანთები, სადაც ლეპტოპსაც კი ჩაატევთ!

    საქმიანი ქალბატონებისთვის ნაცნობია სიტუაცია, როდესაც შეხვედრაზე მიდიხარ (ან მირბიხარ), გაცვია ქუსლები და თან ორი ჩანთა გიჭირავს – ერთი სტანდარტული, მეორე კი ლეპტოპის. არსებობენ ადამიანები, ვინც ამ სიტუაციის თავიდან ასარიდებლად ყველა ნივთს ლეპტოპის ჩანთაში ათავსებენ, თუმცა ალბათ დაგვეთანხმებით, რომ კარგი, ლამაზი ჩანთა (ლეპტოპის ჩანთისგან განსხვავებით) სულ სხვა იერს აძლევს ჩვენს საქმიან ჩაცმულობას.

    ამ პრობლემის გადასაჭრელად წამყვანმა ბრენდებმა, მათ შორის ზარამ და H&M -მა განსაკუთრებული ჩანთები გამოუშვეს – მოდური, საქმიანი ლუქის შესაფერისი და რაც მთავარია, ისეთი ტევადი, რომ ლეპტოპსაც ჩადებთ და მის დამტენსაც.

    გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი