MOSCHINO-ს 2020 წლის გრანდიოზული ჩვენება ნიუ-იორკის მეტროს ვაგონში

    ამერიკელმა დიზაინერმა, ჯერემი სკოტმა 2020 წლის წინასაშემოდგომო კოლექციის ჩვენება  ნიუ-იორკში, ბრუკლინის მეტრო სადგურში გახსნა. ორიგინალური, ტრენდული და თავისუფალი სტილის სამოსი, ბრენდის MOSCHINO ოქროსფერი აქსესუარებით ნამდვილად მოექცა ყურდღების ცენტრში.

    MOSCHINO-ს კრეატიულმა დირექტორმა 2020 წლის მოდის ასპარეზი დიდი ზომის ჩანთებს დაუთმო. ეს არ არის თინეიჯერული სტილის სასაცილო ჩანთები, რომელიც წელს ყველა დიზაინერმა აირჩია. ესაა გაცილებით უფრო მოდური, დიდი ზომის ჩანთები, რომლებმაც პოდიუმი და ქუჩები უკვე დაიპყრეს.

    ჩვენება სულ რამდენიმე დღის წინ ჩატარდა. ჯერემი სკოტის თქმით, 2020 წლის წინა საშემოდგომო ჩვენება ეძღვნება ნიუ-იორკს, “ქალაქს, რომელსაც არასდროს სძინავს.”

    წარმოგიდგენთ ფოტოებს ჩვენებიდან

               

    ავტორი: თამო მათნაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი