ბლეიქ ლაივლი მესამე ბავშვს ელოდება!

    ბლეიქ ლაივლის და რაიან რეინოლდს მალე მესამე შვილი გაუჩნდებათ. ჰოლივუდის გამორჩეული წყვილი The Detective Pikachu-ს პრემიერას დაესწრო, სადაც ბლეიქი ყვითელი კაბით მივიდა. როგორც ყოველთვის ის შესანიშნავად გამოიყურებოდა, თუმცა ყველაზე დიდი ყურადღება მოულოდნელმა სიურპრიზმა მიიპყრო.

    შეგახსენებთ, რომ წყვილი 2012 წლის 9 სექტემბერს დაქორწინდა და ორი გოგონა ჰყავთ- 4 წლის ჯეიმსი და 2 წლის ინესი. ჯერჯერობით, მესამე ბავშვის სქესი უცნობია.

    ავტორი: მაკა ქოჩლაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი