მშრალი კანი და მისი მოვლა

    მშრალი კანი და მასთან დაკავშირებული პრობლემები ყველაზე აქტუალური ზამთრის პერიოდში ხდება. ამ ტიპის კანისთვის დამახასაითებელია დაბალი ტენიანობა, დაჭიმულობის შეგრძნება, კანის აქერცვლა, ნაპრალისებური დეფექტები, ქავილი და პიგმენტური ლაქებიც; დაზიანებულ უბნებში იმატებს ინფიცირების რისკი, მომატებულია მგრძნობელობა გარემო ფაქტორების მიმართ. კანის ზედაპირზე დერმის ღრმა შრეებიდან წყლის მიწოდება  შემცირებულია, რის შედეგადაც ვითარდება კოლაგენისა და ელასტინის სტრუქტურის დეგენერაცია, დეფიციტი. მშრალი კანი სხვა ტიპის კანთან შედარებით ადრე ნაოჭდება, ამიტომ მას განსაკუთრებული და დროული მოვლა სჭირდება:

    • რეგულარული ფიზიკური ვარჯიში და კანის ზედაპირის მსუბუქი მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. შედეგად, კანის უჯრედები ჟანგბადით მდიდრდება.
    • აუცილებელია წყლის მიღება იმისათვის, რომ აღდგეს ორგანიზმში სითხის დეფიციტი და გაუმჯობესდეს კანის სინოტივე.
    • რამდენიმე დღეში ერთხელ სახე ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყლით ჩამოიბანეთ.
    • არ მიიღოთ შხაპი ძალიან ცხელი წყლით, გამოიყენეთ ნეიტრალური PH-ის მქონე დასაბანი საშუალება.
    • დაბანის შემდეგ მსუბუქად შეიმშრალეთ კანის ზედაპირი, გამოიყენეთ დამატენიანებელი საშუალებები.
    • ძილის წინ აუცილებლად მოიშორეთ მაკიაჟი.
    • მოერიდეთ სპირტის შემცველ ტონიკებს/გამწმენდ საშუალებებს.
    • იხმარეთ მზისგან დამცვი კრემები როგორც ზაფხულში, ისე ზამთარში,
    • მიიღეთ ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი ჯანსაღი საკვები.
    • ძილის ნაკლებობა კანს პრობლემებს უქმნის, ამიტომ ეცადეთ, დღე-ღამეში მინიმუმ 8 საათი იძინოთ.
    • ცივ ამინდში გარეთ გასვლამდე წაისვით დამატენიანებელი კრემი და გადაისვით პუდრი.
    • სიცივისა და გარე ფაქტორების ზემოქმედებისგან დასაცავად შეგიძლიათ გამოიყენოთ დეკორატიული კოსმეტიკაც, თუმცა მის წასმამდე არ დაგავიწყდეთ სახის კრემით დატენიანება.

    ასევე გაითვალისწინეთ, რომ გამომშრალი, აქერცლილი, დაზიანებული და ნაოჭებისაკენ მიდრეკილი კანის გაჯანსაღება მხოლოდ გარეგანი გამოყენების საშუალებებით არ ხდება. აუცილებელია მოვახდინოთ კანის ღრმა შრეებში სითხის მიმოცვლის, კოლაგენისა და ელასტინის სინთეზის გაუმჯობესება, რისთვისაც რეკომენდებულია „ვიადერმი კანის სილამაზის“ ან „ვიადერმი კომპლიტის“ გამოყენება. ვიადერმი უნაკლო, დატენიანებული, ჯანსაღი კანის საიდუმლოა.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი