მშრალი შამპუნი და მომხმარებელთა ფავორიტი ბრენდები

    მშრალი შამპუნი ერთ-ერთია იმ გამოგონებებს შორის, რომელთა გარეშეც ჩვენი ცხოვრება იმაზე რთული იქნებოდა, ვიდრე გგონიათ. თუ ჯერ არ იცით რა არის მშრალი შამპუნი, ალბათ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ აუცილებლად შეიძენთ.

    წარმოიდგინეთ, რომ სადღაც გეჩქარებათ, დრო კი არ გაქვთ, რომ თავი დაიბანოთ. იღებთ მშრალ შამპუნს, დაახლოებით 20 სანტიმეტრის დისტანციიდან მიისხავთ თმაზე, 1 წუთი დაელოდებით, შემდეგ ჩამოივარცხნით და სულ ესაა – თმა ისე გამოიყურება, როგორც ახლადდაბანილი.

    როგორც მწარმოებლები ირწმუნებიან, მშრალი შამპუნი არ არის სახიფათო, ის მხოლოდ ზედმეტ ცხიმს აშორებს თმას, ხელს უწყობს მის დარბილებას და დატენიანებას, ვარცხნილობა კი იმაზე უკეთ ინარჩუნებს პირვანდელ იერსახეს, ვიდრე ჩვეულებრივი შამპუნით დაბანისას.

    ყოველდღიურად თავის დაბანა საზიანოა – თმა შრება და ზიანდება. სწორედ ამიტომ, მშრალი შამპუნი იდეალური გადაწყვეტილებაა მათთვის, ვისაც თმა მალე უცხიმიანდება. სადაც არ უნდა წახვიდეთ, შეგიძლიათ ჩანთით ატაროთ და დაბანის გარეშე მოიყვანოთ თმა ფორმაში.

    როგორც ყველაფერში, აქაც არსებობს ძალიან ძვირიანის შედარებით იაფიანი ანალოგი. წარმოგიდგენთ მომხმარებლების საყვარელ და რაც მთავარია, ხელმისაწვდომ ბრენდებს:

    გთავაზობთ ვიდეო ტუტორიალს მშრალი შამპუნის გამოყენების შესახებ:

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი