მსოფლიო შოკშია – ლედი გაგა მეგობარ მამაკაცთან ერთად გამოჩნდა

    ბოლო პერიოდში იმდენი ჭორი გავრცელდა ლედი გაგასა და ბრედლი კუპერის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, რომ დღეს გავრცელებულმა კადრებმა მსოფლიო სრულ გაურკვევლობაში ჩააგდო.

    ყველა შეეგუა იმ აზრს, რომ ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ლედი გაგას გამო დაშორდნენ და იმასაც ამბობდნენ, რომ გაგა ბრედლისთან გადავიდა საცხოვრებლად.

    თუმცა, გავრცელდა ფოტოები, სადაც მომღერალი ვინმე დან ჰორტონს კოცნის და ამას არც მალავს. როგორც აღმოჩნდა, გაგას იდუმალი შეყვარებული ტექნიკური ინჟინერია, რომელიც მასთან 2018 წლის ნოემბრიდან მუშაობს. თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ წყვილი არ იმალება და ძალიან სიამოვნებთ, როდესაც ერთმანეთს საჯაროდ კოცნიან.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი