მსოფლიოს საუკეთესო ვარსკვლავური წყვილები

    ბარაკ და მიშელ ობამებიდან დაწყებული, ჰერცოგითა და ჰერცოგინიათი დამთავრებული, გთავაზობთ წყვილების ჩამონათვალს, რომლებიც დღმდე ყველაზე ძლიერ, გავლენიან, “მაგარ” ან მოდურ წყვილებად ითვლებიან.

    ბარაკ და მიშელ ობამა – მსოფლიომ ისინი 2008 წელს გაიცნო, როგორც შეერთებული შტატების პირველი შავკანიანი პრეზიდენტი და პირველი ლედი. ისინი უკვე წლებია არაერთი ადამიანის შთაგონების წყარო არიან.

    ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი – ლაივლი და რეინოლდსი ერთმანეთს 2011 წელს, ფილმის Green Lantern გადასაღებ მოედანზე შევხდნენ. მათი საეკრანო სასიყვარულო ისტორია რეალობაშიც განვითარდა. ისინი ჰოლივუდის გამორჩეულ წყვილებს შორის არიან.

    მეგან მარკლი და პრინცი ჰარი – მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის სამეფო რომანტიკამ მსოფლიოში ნადმვილი ქარიშხალი დაატრიალა. მათი რომანი და ქორწინება განხილვის თემად იქცა. მარკლი ხომ მსახიობია, თანაც ფერადკანიანი და განქორწინებული.

    ბიონსე და ჯეი ზი – ისინი ერთად ჯამში 45 გრემის ფლობენ და შეიძლება ითქვას, რომ უკვე თითქმის ორი ათწლეულია მუსიკის ინდუსტრიას მართავენ. მათ ლუვრის დახურვაც კი მოახერხეს რათა კლიპი გადაეღოთ. ბი და ჯეი 2008 წელს დაქორწინდნენ. მათ სამი შვილი ჰყავთ.

    ჯორჯ და ამალ კლუნები – ჯორჯი და ამალ კლუნი პირველად ერთმანეთს 2013 წელს შეხვდნენ. 2014 წელს კი იქორწინეს. 3 წლის შემდეგ მათ ტყუპები შეეძინათ. მათო ოჯახი ჰოლივუდში ერთერთი გამორჩეული და გავლენიანია.

    უილ სმიტი და ჯადა პინკეტ-სმიტი – ჯადასა და უილს ურთიერთობა 1997 წლიდან აქვთ. წყვილს ორი შვილი, ვილოუ და ჯეიდენი ჰყავს. ისინი იმ იშვიათ წყვილთა შორის არიან, რომელთაც წლების მანძილზე ოჯახის შენარჩუნება შეძლეს. ისინი დღემდე ბედნიერად ცხოვრობენ, ამასთან აქტუალურობასაც არ კარგავენ.

    დევიდ და ვიქტორია ბექჰემები – როდესაც ცნობილი ფეხბურთელი 1997 წელს Spice Girls-ის წევრს შეხვდა, მათ ერთმანეთი მაშინვე მოეწონათ. დევიდს არაერთ ინტერვიუშ მოუყოლია, თუ როგორ დაინახა ვიქტორია ტელევიზორში და როგორ გაიფიქრა, რომ მასთან ერთად მთელი ცხოვრების გატარება სურდა. ისინი 1999 წელს დაქორწინდნენ. დევიდი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა სიაშია, ვიკი კი ცნობილი დიზაინერი და საკუთარი ბრენდის მფლობელია. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს.

    ქანიე ვესტი და კიმ კარდაშიანი – მოგწონთ თუ არა ფაქტია, რომ ქანიე 21 გრემის მფლობელია. მისი ჰიტები კი Billboard Hot 100 Chart–ში 96-ჯერ მოხვდა, აქედან 17 სიმღერა სხვადასხვა დროს ტოპ ათეულში იყო. კიმმა სატელევიზიო რეალითი ვარსკვლავობიდან ​სილამაზის ინდუსტრიაში გადაინაცვლა. მან საკუთარი ბრენდი KKW დააარსა. 2018 წელს კი Forbes-მა საკუთარი ძალებით გადმიდრებული ქალების სიაში 54-ე ადგილი მიანიჭა. 2014 წელს საქორწილო ზეიმის შემდეგ, წყვილს სამი შვილი ეყოლა. მეოთხე კი სუროგატმა დედამ გაუჩინა.

    პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი – კემბრიჯის ჰერცოგი მიდლტონს 2001 წელს, სენტ – ენდრიუსში სწავლის დროს შეხვდა. 2010 წელს ოფიციალური ინტერვიუების დროს, ქეითმა აღიარა, რომ როდესაც პრინცი პირველად ნახა, გაწითლდა და ძალიან შერცხვა. თუმცა, ისინი მალე ახლო მეგობრები გახდნენ, შემდეგ კი ერთმანეთიც შეუყვარდათ. 2011 წელს მათ ზღაპრული ქორწილი გადაიხადეს. ამჟამად კი სამი შვილის მშობლები არიან: პრინცი ჯორჯის, პრინცესა შარლოტასი და პრინცი ლუის.

    ელენ დეჯენერესი და პორტია დე როსი – ელენმა და პორტიამ შეხვედრები 2004 წელს დაიწყეს. ხოლო მას შემდეგ, რაც კალიფორნიის უზენაესმა სასამართლომ ერთსქესიანთა ქორწინების ნებართვა გასცა, ისინი 2008 წელს დაქორწინდნენ კიდეც. ”მე მადლობელი ვარ იმ სიყვარულის, რომელიც მაქვს ცხოვრებაში. იმიტომ, რომ ამას ყველა ვერ პოულობს. ყველა ვერ პოულობს ასეთ საუკეთესო მეგობარს“ – განუცხადა დეჯენერესმა 2016 წელს ჟურნალ People-ს.

    გოლდი ჰოუნი და კურტ რასელი – მიუხედავად იმისა, რომ გოლდი ჰოუნი და კურტ რასელი არ არიან დაქორწინებულები ოფიციალურად, მათი ბედნიერი და ხანგრძლივი ურთიერთობა უკვე 35 წელს ითვლის. ისინი ერთმანეთს 1966 წლის დისნეის ფილმს The One and Only, Genuine, Original Family Band-ის გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ.

    კეტრინ ზეტა-ჯონსი და მაიკლ დუგლასი – მყარი და ხანგრძლივი ქორწინება აქვთ ქეთრინ ზეტა-ჯონსსა და მაიკლ დუგლასს. ”მე და მაიკლს ძალიან ღია ურთიერთობა გვაქვს“ – აცხადებს მომხიბვლელმა მსახიობმა. წყვილი უკვე 18 წელია ერთად არის. დუგლასი კეტრინზე 25 წლით უფროსია.

    ბილი და ჰილარი კლინტონები – ეს ორი ერთად ნამდვილი პოლიტიკური ძალაა. მათ 40-წლიანმა ურთიერთობამ მნიშვნელოვანი ძვრები მოუტანა აშშ-ს. ”იყო დრო, როდესაც მე ღრმად არ ვიყავი დარწმუნებული, გამოვიდოდა თუ არა ჩვენი ქორწინება. მაგრამ იმ დღეებში ვუსვამდი კითხვებს საკუთარ თავს – ისევ ის მიყვარს? ” – წერს ჰილარი ქმარის შესახებ თავის მესამე მემუარში What Happened.

    პენელოპა კრუსი და ხავიერ ბარდემი – პენელოპა კრუსისა და ხავიერ ბარდემის ეკრანული რომანი 2007 წელს ვიკი კრისტინა ბარსელონაში ორი მსახიობისთვის ნამდვილ ურთიერთობად გადაიქცა. 2010 წელს წყვილი დაქორწინდა.

    The Weeknd და ბელა ჰადიდი – ტოპ-მოდელი ბელა ჰადიდი და მომღერალი The Weeknd თანამედროვე წყვილებს შორის გამორჩეულები არიან. ერთი წლის ურთიერთობის შემდეგ, 2016 წელს ისინი ორჯერ დაშორდნენ. ამის შემდეგ აბელი სელენა გომესს ხვდებოდა. თუმცა, 2018 წელს, ბელა და აბელი ისევ შერიგდნენ და მას შემდეგ მყარი ურთიერთობა აქვთ.

    ავტორი: რუსკა კრაწაშვილი

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი