მსოფლიოს ვარსკვლავები თამუნა ინგოროყვას სამოსში!

    ქართული მოდის ინდუსტრია საოცარი სისწრაფითა და წარმატებით ვითარდება. ის უკვე გასცდა ქვეყნის ფარგლებს და ვარსკვლავებიც სულ უფრო ხშირად ირჩევენ ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილ სამოსს.

    ამჯერად ყურადღების ცენტრში ლედი გაგა მოექცა. რამდენიმე დღის წინ მომღერალი თამუნა ინგოროყვას მიერ შექმნილი შავი კაბით გამოჩნდა. თუმცა, ეს პირველი შემთხვევა არ არის – 2018 წლის მაისში ლედი გაგა უახლოესი მეგობრის დაბადების დღეზე სწორედ ინგოროყვას ლურჯი კაბით მივიდა.

     

    ლედი გაგას გარდა INGOROKVA-ს ტანსაცმელი სხვა ცნობილმა სახეებმაც მოირგეს. ერთ-ერთი მათგანია მსოფლიოში ცნობილი ფოტომოდელი, ლიტვური წარმოშობის ედიტა ვილკევიჩუტე (Edita Vilkevičiūtė). მან საკუთარი ქორწილისთვის ინგოროყვას ჰაეროვანი თეთრი კაბა აირჩია.

    ქართველი დიზაინერის ტანსაცმლით ხშირად დაინახავთ მოდელებს: ჯიჯი ჰადიდს, Dilone-ს და დოუცენ კრუსს. შეიძლება ითქვას, რომ თამუნა ინგოროყვა კრუსის საყვარელი დიზაინერია. ინგოროყვას ტანსაცმელი მოირგეს ასევე შანინა შეიკმა და 70 წლის ლინდა როდინმა.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი