მსოფლიოს ყველაზე ლამაზი და პოპულარული სანაპიროები

    იმისათვის, რომ ზაფხულმა საინტერესოდ ჩაიაროს და შვებულებისგან მიღებული ემოციები მთელი წლის განმავლობაში გაგყვეთ, მოგზაურობის დაგეგმვა გაზაფხულიდან უნდა დაიწყოთ. TripAdvisor-მა მსოფლიოს ულამაზესი სანაპიროების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რაც ყველას დაგვეხმარება დასვენებისათვის იდეალური ადგილის შერჩევაში.

    ბაია დო სანჩო/Baia do Sancho

    ეს ლოკაცია არერთი ტურისტული კომპანიის არჩევანია. მისი სახელი ბევრ გზამკვლევში შეიძლება აღმოვაჩინოთ. TripAdvisor-მა იგი არაერთხელ აღიარა როგორც საუკეთესო ნაპირი დედამიწაზე. ბევრი ამ ადგილს სამოთხეს ადარებს

    ვარადერო/Varadero Beach

    ეს ულამაზესი ადგილი მძიმე წარსულის მქონე კუბის წიაღში მდებარეობს და ის კუნძულის ყველაზე ცნობილი ნაპირია. თუ კარიბის ზღვის მოყვარული ბრძანდებით, ჰავანადან ორსაათიანი მგზავრობა „ვარადეროს“ მოსანახულებლად ნამდვილად ღირს. გზად გადააწყდებით შენობებს, რომლებიც 1920-იან წლებში ამერიკელმა ვარსკვლავებმა და განგსტერებმა ააშენეს (ასეთია მაგალითად ალ კაპონეს ყოფილი სახლი). ასევე, აღსაღნოშნავია ის ფაქტი, რომ „ვარადერო“ არ არის გადატვირთული ქალაქი, ამიტომაც, მისი ნაპირები კარიბის ზღვის საოცარ პანორამასთან ერთად სულიერ სიმშვიდეს მოგგვრით.

    იგლ ბიჩი/Eagle Beach

    ეს ლოკაცია არუბაში მდებარეობს, სადაც მუდამ მზე ანათებს. სანაპირო ცნობილია თავისი ფლორითა და ფაუნით. „ვარადეროს“ მსგავსად ესეც იდეალური ადგილია სიმშვიდის მოყვარულთათვის.

    ლა კონჩა/La Concha Beach

    ეს სანაპირო ბასკური კულტურის მოყვარულთათვის იდეალური ადგილია. გამოირჩევა სისიუფთავით და ვარიაციულობით. ნაპირზე არსებული თეთრი ქვიშა 1.2 კილომეტრზე მეტ არეალს მოიცავს. ხასიათდება კეთილმოწყობილი ინფრაქსტრუქტურით და ადვილია ახლომდებარე კუნძულებზე ვიზიტი, როგორც ნავებით, ასევე ცურვითაც.

    გრეის ბეი/Grace Bay Beach

    პირველი რაც თვალს მოგჭრით, ამ ლოკაციის ზურმუხტისფერი ნაპირია. მისი რელევანტურობა ხშირად განხილვის საგანია,  თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, რეიტინგის თვალსაზრისით იგი კმაყოფილი ვიზიტორების 89 პროცენტს ინარჩუნებს.

    „სუფთა წყალი“/Clearwater Beach

    ფლორიდის შტატი არაერთხელ გამხდარა სახუმარო თემა მისი კონფედერაციული წარსულისა და კლიმატის გამო. თუმცა, ეს ლოკაცია მასზე არსებულ ყველა სტერეოტიპს ამსხვრევს. რეიტინგის მიხედვით მოგზაურთა 73 პროცენტი კმაყოფილია აქ ვიზიტით.

    „ბოცვერთა სანაპირო“/Spiaggia dei Conigli

    სიცილიაში მდებარე ეს ნაპირი ყველაფერია, რაც შეიძლება გაგახსენდეს, როდესაც ხმელთაშუა ზღვაზე იწყებ ფიქრს. მისი სახელი ქართულად ითარგმნება როგორც „ბოცვერთა სანაპირო.“ გამოირჩევა პატარა ტალღებით, კლდოვანი ქვებითა და გამჭვირვალე წყლით.

    კაიმანის კუნძულები, სევენ მაილ ბიჩი/Seven Mile Beach , Grand Cayman, Cayman Islands.

    კაიმანის მთავარი კუნძულის დასავლეთ უკიდურეს ნაწილში შეამჩნევთ ნახევარმთვარის ფორმის მქონე სანაპირო ზოლს რომელიც სივიწროვით გამოირჩევა (რაც მას იდეალურს ხდის სეირნობისთვის). მას ხშირად მოიხსენიებენ როგორც საუკეთესო ნაპირს თანამეგობრობაში გაწევრიანებულ კუნძულებს შორის.

    პლაია ნორტე/Playa Norte

    ეს ლოკაცია ხასიათდება თეთრი ქვიშითა და გამჭვირვალე წყლებით. მას სხვებისგან გამოარჩევს მექსიკისთვის მახასიათებელი მცხუნვარე მზე, რომელიც იდეალურია რუჯის მისაღებად.

     სევენ მაილ ბიჩი, იამაიკა/Seven Mile Beach, Negril, Jamaica

    არ იდარდოთ თუ კაიმანის კუნძულებზე ვიზიტს ვერ ახერხებთ, იამაიკაში არსებული ეს სანაპირო იდეალურ ალტერნატივას წარმოადგენს. სახელწოდების გარდა მათ შორის კიდევ ბევრი მსგავსებაა. ნმაგალითად, კარიბის ზღვისთვის მახასიათებელი გამჭვირვალება და თეთრი ქვიშა. თუმცა, მთავარი, რითაც ეს ადგილი გამოირჩევა არის დაისი და აისი, როდესაც კუნძულზე სრული სიწყნარე ისადგურებს.

    ფალესია, ალგარვე, პორტუგალია/Falesia Beach, Algarve, Portugal

    ეს ადგილი გამოირჩევა წითელი სანაპიროებითა და კლდოვანი ფასადებით, რომელიც სანაპირო ზოლს 6 კილომეტრის სიგრძეზე აკრავს.

    პრაინას დო პონტალ დო ატალაია, რიო, ბრაზილია/ Prainhas do Pontal do Atalaia, Cabo State of Rio de Janeiro, Brazil

    სამხრეთ-აღმოსავლეთ ბრაზილიას აუცილებლად უნდა ესტუმროთ ამ ულამზესი ადგილის მოსანახულებლად. რიო დე ჟანეიროდან სულ რაღაც 3 საათის მგზავრობის შემდეგ ამ ულამაზეს სანაპირო ზოლებს აღმოაჩენთ.

    ფორმენტერა, ესპანეთი/Playa de Ses Illetes, Formentera, Spain

    ამ ლოკაციის სახით ესპანეთის კიდევ ერთი მარგალიტი აუცილებლად უნდა შეჰმატოთ თქვენს სამოგზაურო სიას. ფსევდოკარიბული გარემო და მდიდარი ესპანური კულტურა აქ საოცრად ერწყმის ერთმანეთს.

     მაუი, ჰავაი/Ka’anapali Beach, Maui, Hawaii

    ჰავაი ყველასთვის სასურველ ლოკაციას წარმოადგენს. ამ სანაპიროსთან მისასვლელად მაუის აეროპორტიდან სულ რაღაც 50 წუთი არის საჭირო. თეთრი ქვიშა და გამჭვირვალე წყალი იდეალურს გარემოს ქმნის წყალქვეშა სამყაროს მოსანახულებლად.

    ბალოს ლაგუნა, კრეტა, საბერძნეთი/Balos Lagoon, Crete, Greece

    ზღაპრული დროის გასატარებლად შორს წასვლა არ არის საჭირო, ამის კარგი მაგალითია საბერძნეთში მდებარე ბალოს ლაგუნა – ულამაზესი ფერის წყლით და ბუნებრივი რესურსებით.

    ანდამანისა და ნიკობარის კუნძულები, ინდოეთი/Radhanagar Beach, Andaman and Nicobar Islands, India

    ეს ეგზოტიკური არმოსავლეთის მოყვარულთათვის იდეალური ადგილია. თეთრ ქვიშასთან ერთად ამ სანაპირო ზოლზე ტყეთა საოცრად ლამაზი პანორამა იშლება.

    მანუელ ანტონიო, კოსტა რიკა/Playa Manuel Antonio, Puntarenas, Costa Rica

    მანუელ ანტონიოს სახელობის ეროვნული პარკი კოსტა რიკის ერთ-ერთი გამორჩეული ლოკაციაა. ცოცხალი ბუნება, გამჭვირვალე წყალი, თეთრი ქვიშა. დასვენებასთან ერთად, შეგიძლიათ დატკბეთ ლათინური ამერიკის ფლორითა და ფაუნით.

    მანლი, ავსტრალია/Manly Beach, Sydney, Australia

    წელიწადში საშუალოდ რვა მილიონი ადამიანი მიეშურება სიდნეის მთავარ სანაპირო ზოლზე. იგი პოპულარულია როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვისაც. ცნობილია სპეციფიკური სასერფინგო არეალებით.

    კელინგკინგი, ბალი, ინდონეზია/Kelingking Beach, Bali, Indonesia

    ბალის ყველაზე ვიწრო და უცაური ფორმის სანაპირო სავსეა ბუნებრივი სილამაზითა და თეთრი ქვიშით. კლდოვანი ადგილები ულამაზესი ხედებით განტვირთვაში დაგეხმარებათ.

    დორსე, ინგლისი/Bournemouth Beach, Dorset, England

    ხშირად გვავიწყდება, რომ ინგლისი კუნძულზე მდებარეობს და მასში არსებული მზარდი მეგაპოლისების გარდა დიდი ტურისტული რესურსი გააჩნია. ზემოთხსენებული სანაპირო გამოირჩევა ოქროსფერი ქვიშითა და სპეციფიური კლიმატით.

    ელაფონისი, კრეტა/Elafonissi Beach, Crete, Greece

    კრეტა უკვე ვახსენეთ, თუმცა კონკრეტულად ეს სანაპირო ზოლი სხვებისგან განსხვავებით გამოირჩევა მოვარდისფრო ქვიშითა და სანაპირო აუზის სიღრმით.

    პროტარას, კვიპროსი/Fig Tree Bay, Protaras, Cyprus

    დასვენების გარდა აქ მრავალ კულტურულ ღონისძიებებშიც შეგეძლებათ მონაწილეობის მიღება.  ეს სანაპირო ზოლი გამოირჩევა საოჯახო სივრცეებით, წყლის სპორტული აქტივობებით, კლდეებით და სრულყოფილი ინფრასტრუქტურით.

    სერფერების სამოთხე, ქუინსაილენდი, ავსტრალია/Surfers Paradise Beach, Queensland, Australia

    ეს სანაპირო ზოლი იდეალურია სერფინგისთვის. საოცარი სისუფთავე, გამჭვირვალე წყალი და თეთრი ქვიშა მას ოპტიმალურ ტურისტულ ადგილად აქცევს.

    ანსე ლაციო, პრასლინი, სეიშელის კუნძულები/Anse Lazio, Praslin Island, Seychelles

    რამდენადაც უჩვეულო არ უნდა იყოს, ეს სანაპირო გამოირჩევა მასზე არსებული ქვებით, ღია სივრცეებით და რიგ შემთხვევებში, კლდოვანი ლანდშაფტით. ასევე აღსაღნიშნავია ფლორა, რომელიც გარს არტყია სანაპირო ზოლს.

    სანტა მონიკა, ბოა ვისტა, კაპე ვერდე/Santa Monica Beach, Boa Vista, Cape Verde

    ეს სანაპირო ზოლი თავისი სიგრძით გამოირჩევა. 22 კილომეტრიან სანაპიროზე თავს ისე იგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში. ნიშანდობლივია, რომ ეს სანაპირო იდეალურია სერფინგისათვის ან მცხუნვარე მზისგან თავის დასაღწევად და გასაგრილებლად. ყველაფერთან ერთად, ამ ლოკაციას დიდი ისტორიული წარსული აქვს, რომელსაც ვიზიტისას შეგიძლიათ გაეცნოთ.

    ავტორი: გიორგი გუნჯუა

     

     

     

     

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი