ნაწლავური ინფექციებისას, არასწორად შერჩეულმა პრობიოტიკმა, შესაძლოა, არც ეფექტი მოგვცეს და პირიქით, მდგომარეობა ნაწილობრივ გააუარესოს

    როგორ ავირიდოთ თავიდან ზაფხულში გავრცელებული ნაწლავური ინფექციები და მისი თანმხლები გართულებები, როგორ ვიზრუნოთ კუჭ-ნაწლავის სიჯანსაღეზე და როგორ მოვიქცეთ მწვავე პრობლემების დროს, გვესაუბრება ინფექციონისტი, გასტროენტეროლოგი მაია ზალდასტანიშვილი

    ქ-ნი მაია – ზაფხული სწორედ ის პერიოდია, როდესაც ყველაზე მეტად აქტიურდება ნაწლავური ინფექციები და კუჭ-ნაწლავის სისტემასთან დაკავშირებული სხვადასხვა გართულებები. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: პირველი მიზეზია ის, რომ ზაფხულის სიცხეში საკვებში და გარემოში ადვილად მრავლდებიან ავადმყოფობის გამომწვევი მავნე მიკრობები, რომლებიც კვებითი ინტოქსიკაციებისა და ნაწლავური ინფექციების მიზეზს წარმოადგენენ. მეორე და უხშირესი მიზეზი კი მოგზაურობა, გარემოს, ჰაერის, წყლის ცვლილებაა. ზაფხულში  როგორც ბავშვები, ასევე უფროსები უფრო მეტ დროს ვატარებთ ღია სივრცეებში, ვცურავთ, გვაქვს მჭიდრო კონტაქტები, ასეთ დროს ძნელია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაც და შესაბამისად, უფრო მარტივად ვინფიცირდებით ისეთი ბაქტერიებითა თუ ვირუსებით, რომლებიც ზიანს აყენებენ ჩვენი ნაწლავის მიკროფლორას, ჩვენს ორგანიზმს, იწვევენ საჭმლის მომნელებელი სისტემის ინფექციებს. ეს კი ვლინდება შემაწუხებელი და ხშირ შემთხვევაში, ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მომტანი ისეთი გართულებებით, როგორიცაა დიარეა, ღებინება, გულისრევა… ზაფხულის ნაწლავურ ინფექციებს შორის, მისი გავრცელების მაღალი სიხშირის გამო ცალკე პრობლემადაც კი განიხილება „მოგზაურთა დიარეა“. 

    • ქ-ნო მაია, შესაძლებელია ნაწლავური ინფექციების, კვებითი ინტოქსიკაციებისა თუ სხვა გართულებების პრევენცია?

    ქ-ნი მაია – აღნიშნული გართულებების პრევენციისთვის, მნიშვნელოვანია გარეგანი და შინაგანი ფაქტორების გათვალისწინება. გარეგანი ფაქტორებიდან მნიშვნელოვანია ზაფხულში თავი შევიკავოთ მალფუჭებადი საკვების მიღებისაგან, ყურადღება მივაქციოთ საკვების შენახვის პირობებს, მივიღოთ ყოველთვის ახლად გარეცხილი ხილ-ბოსტნეული, მაქსიმალურად დავიცვათ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. რაც შეეხება შინაგან ანუ ერთ-ერთ ყველაზე მთავარ ფაქტორს – ნაწლავის მიკროფლორის სიჯანსაღეა. თუ ჩვენ გვაქვს ჯანმრთელი, მეგობარი ბაქტერიებით გაჯერებული ნაწლავის მიკროფლორა, უფრო მეტი შესაძლებლობა ეძლევა ორგანიზმს წინააღმდეგობა გაუწიოს ორგანიზმში შემოჭრილ უცხო, პათოგენურ მიკროორგანიზმებს, რომ არ მოხდეს ინფიცირება, ან ინფიცირებისას ადვილად გაუმკლავდეს მას. აღსანიშნავია, რომ ჯანსაღი მიკროფლორა აძლიერებს იმუნურ სისტემას და აჩქარებს იმუნურ პასუხს ორგანიზმში შემოჭრილი პათოგენის მიმართ, ასევე „მეგობარი ბაქტერიები“ გვიადვილებენ გარემოსთან და საკვებთან ადაპტაციას, აადვილებენ საკვების მონელების პროცესს და თავიდან გვარიდებენ კუჭ-ნაწლავის დისფუნქციით გამოწვეულ დისკომფორტს. 

    • ქ-ნო მაია, ახსენეთ, რომ ნაწლავური ინფექციებისა და კვებითი ინტოქსიკაციების თანხმლები მოვლენები – დიარეა, ღებინება, გულისრევა ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია, რატომ და რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს?

    ქ-ნი მაია – მას შემდეგ რაც მავნე აგენტი – ბაქტერია, ვირუსი თუ სხვა პათოგენი ორგანიზმში შეიჭრება, ერთ-ერთი პირველი, რასაც ის იწვევს ნაწლავის ჯანსაღი მიკროფლორის ცვლილება ანუ დისბიოზია, რომლის დროსაც ხდება იმ მეგობარი ბაქტერიების რაოდენობრივი და თვისობრივი ცვლილება, რომლებიც ინფექციის გამომწვევი მიკროორგანიზმების მიმართ მაღალი წინააღმდეგობის უნარით, ნაწლავთა ბარიერული ფუნქციის გაძლიერებით, იმუნომოდულატორული, დეტოქსიკაციური და ანთების საიწინააღმდეგო მოქმედებით გამოირჩევიან. ინფექციის გამომწვევ აგენტებს ექმნებათ იდეალური გარემო გამრავლებისა და პათოლოგიური პროცესების – ნაწლავთა ანთებისა და ინტოქსიკაციის განვითარებისთვის. გამომწვევის მიხედვით (ვირუსულია თუ ბაქტერიული ინფექცია) გამოვლინება და განვითარების ეტაპები მცირედ განსხვავდება, თუმცა ზოგადი სიმპტომატიკის მიხედვით, თავს იჩენს ღებინება/გულისრევა, დიარეა ანუ ნაწლავთა გახშირებული მოქმედება, ცხელება, საერთო სისუსტე, მუცლის მოვლითი, ძლიერი ტკივილი და სხვა…ასეთ დროს, თუ დროულად არ მოხდა რეაგირება, ორგანიზმი დიდი რაოდენობით კარგავს სითხეს, იწყება გაუწყლოვნება – დეჰიდრატაცია, რომლის დამახასიათებელი ნიშნებია პირის ძლიერი სიმშრალე, შარდის ოდენობის შემცირება, მივარდნილობა. ხანგრძლივი, მძიმე დეჰიდრატაციის დროს შესაძლოა განვითარდეს ჯანმოს მიხედვით, დიარეასთან ასოცირიცებული დეჰიდრატაცია 5 წლამდე ასაკის ბავშვთა ლეტალობის ერთ-ერთი მიზეზია.

    • ქ-ნო მაია, რადგან ნაწლავის ჯანსაღი მიკროფლორა ასეთი მნიშვნელოვანი ბერკეტია ზაფხულში გავრცელებული ინფექციების წინააღმდეგ, როგორ უნდა ვიზრუნოთ დისბიოზის პრევენციაზე ან არსებული პრობლემის მოგვარებაზე? როგორია რეკომენდაციები?

    იმისათვის, რომ მოხდეს ნაწლავის ჯანსაღი მიკროფლორის აღდგენა-შენარჩუნება, რეკომენდებულია ე.წ პრობიოტიკული დანამატების მიღება. თუმცა, როდესაც საქმე ეხება ნაწლავური ინფექციების და მისი თანმხლები გართულებების პრევენცია-თერაპიას, ჯანმო რეკომენდაციას უწევს სწორად შერჩეული პრობიოტიკების – ანუ მხოლოდ ისეთი დანამატის მიღებას, რომელიც შეიცავს იმ კონკრეტული ბაქტერიების შტამებს, რომლებიც შესწავლილი და რეკომენდებულია სხვადასხვა სამედიცინო ასოციაციების მიერ ნაწლავური ინფექციებისა და დიარეის დროს. არასწორად შერჩეულმა პრობიოტიკმა შესაძლოა არც ეფექტი მოგვცეს და პირიქით, მდგომარეობა ნაწილობრივ გააუარესოს. სწორედ საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით, ჩემს სამედიცინო პრაქტიკაში, როგორც დისბიოზის პრევენციისა და თერაპიის, ასევე უშუალოდ ნაწლავური მწვავე ინფექციების დროს აქტიურად ვიყენებ ევროპულ პრობიოტიკს  „ბიოპრონ 9 პრემიუმს“,  რომელსაც 20 წლიანი გამოცდილება და საერთაშორისო აღიარება გააჩნია. „ბიოპრონ 9 პრემიუმის“ შემადგენლობაში წარმოდგენილია გენეტიკურ და სამეცნიერო დონეზე შესწავლილი, მრავალი კლინიკური კვლევით დადასტურებული მაღალეფექტური, სწორედ ის 10 მილიარდი ცოცხალი ბაქტერიის 9 შტამი, რომელიც ერთის მხრივ აუცილებელია ნაწლავური მიკროფლორის აღდგენისა და ბალანსისთვის, ხოლო მეორეს მხრივ აუცილებელია ნაწლავის მაღალი იმუნომოდულაციური, დეტოქსიკაციური, საკვების მონელებისა და ზოგადი, ბიოლოგიური ფუნქციის გაუმჯობესებისთვის. აღსანიშნავია, რომ დისბიოზისა და ნაწლავური ინფექციების მიმდინარეობისას, ხშირად ირღვევა კუჭ-ნაწლავის მჟავე გარემო, რომლის გამოც ბაქტერიების სიცოცხლისუნარიანობას საფრთხე ექმნებათ. „ბიოპრონ 9 პრემიუმის“ მაღალ და სწრაფ ეფექტიანობას კი გარდა ბაქტერიების რაოდენობრივი და თვისობრივი მრავალფეროვნებისა, განაპირობებს მისი მაღალტექნოლოგიური, ე.წ „ჭკვიანი კაფსულა“, რომლის დახმარებითაც ხდება „ბიოპრონში“ შემავალი ბაქტერიების მრავალშრიანი დაცვა მჟავე გარემოსგან და მათი კონკრეტულად ნაწლავის იმ უბანში გამოთავისუფლება, სადაც მიკროფლორაა დარღვეული. რადგან სეზონურ, ნაწლავურ ინფექციებზე ვსაუბრობთ, აღსანიშნავია, რომ „ბიოპრონ 9 პრემიუმზე“ ჩატარებული კლინიკური კვლევების მიხედვით, იგი ეფექტიანი და რეკომენდებულია ნაწლავური როგორც ვირუსული, ასევე ბაქტერიული ეტიოლოგიის ინფექციების მიმდინარეობისას 3 წლიდან ასაკის ნებისმიერი ადამიანისთვის. მწვავე დიარეის, ღებინების, მუცლის ტკივილის და სხვა სიმპტომებისას, „ბიოპრონ 9 პრემიუმის“ 1-2 კაფსულის დღიურად მიღება, 24 საათში ახდენს განავლის მოცულობის გაუმჯობესებას და ყველა თანმხლები ჩივილის კუპირებას. 5 დღიანი კურსის ფონზე დგება ხანგრძლივი ეფექტი და რეციდივების თავიდან არიდება. 

    • ქ-ნო მაია, როგორ უნდა მოვიქცეთ უშუალოდ მაშინ, როცა უკვე პრობლემა გვაქვს – არის დიარეა, ღებინება, გულისრევა და ა.შ

    ასეთ დროს ჯანმოს პირველი რეკომენდაცია ადექვატური ოდენობით სითხის – წყლის მიღება ანუ ორგანიზმის რეჰიდრატაცია, რათა გაუწყლოვნება იქნას თავიდან აირდებული. ასევე რეკომენდებულია ელექტროლიების მიღება – ელექტროლიტური ბალანსის აღდგენისთვის და რა თქმა უნდა „ბიოპრონ 9 პრემიუმი“ – ნაწლავური ინფექციის სწრაფი კუპირებისთვის.  თუ მდგომარეობის გაუმჯობესება არ მოხდება 3-5 დღის განმავლობაში, აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი