ნახეთქები ქუსლებზე და მისი გამომწვევი მიზეზები

    კანი ჩვენი სხეულის ყველაზე დიდი ორგანოა და მასზე ზრუნვა მხოლოდ სახის მოვლას არ გულისხმობს. გაუხეშებული კანი, ნახეთქები ქუსლებზე – უსიამოვო შეგრძნება და მარტივი კოსმეტიკური პრობლემა შესაძლოა მნიშვნელოვან გართულებად იქცეს. იგი თავს იჩენს როდესაც კანი გამომშრალი, გამაგრებული და აქერცლილია. ზოგჯერ ნახეთქები იმდენად ღრმაა, რომ შესაძლოა მცირე სისხლდენა და ტკივილიც ახლდეს თან.

    განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ მშრალ კლიმპატურ პირობებში, აქვთ მძიმე წონა, დადიან ღია ფეხსაცმელით ან სანდლებით. ამ შემთხვევაში, კანის გამოშრობას და ნახეთქებს საოფლე ჯირკვლების უფუნქციობა იწვევს.

    დახეთქილი ქუსლების უყურადღებოდ დატოვებამ შეიძლება ინფექცია და ძლიერი გართულებები გამოიწვიოს. ეს განსაკუთრებით საშიშია დიაბეტის ან დაბალი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებისთვის.

    ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:

    1. ფეხის დამატენიანებელის რეგულარული ხმარება ხელს უშლის ტერფზე კანის გამოშრობას და ნახეთქების წარმოქმნას.
    2. დამატენიანებელი კრემის წასმის შემდეგ ჩაიცვით წინდები (ზამთარში ძილის დროსაც კი).
    3. კანის გამოშრობის შემთხვევაში გამოიყენეთ პემზა – ყოველდღიურად, მსუბუქად დაიმუშავეთ ტერფები და ფრთხილად მოიცილეთ გაუხეშებული კანი.
    4. ხშირად არ იხმაროთ ღია ან ძალიან თხელი ძირის მქონე ფეხსაცმელი.
    5. ატარეთ კომფორტული, კარგი ამორტიზაციის მქონე ფეხსაცმელი.
    6. არ იაროთ სახლში ფეხშიშველმა.

    იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები ვერ დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

    იმისათვის, რომ მთლიან სხეულზე კანი ელასტიური და გლუვი იყოს, არ დაგავიწყდეთ ორგანიზმის მომარაგება საჭირო ნივთიერებებით. ჩაიტარეთ „ვიადერმის“ კურსი და დაეხმარეთ ორგანიზმს გამოიმუშაოს მისთვის აუცილებელი კოლაგენი და ელასტინი.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი