„ნეუტრადერმი“ – დერმატოლოგიურ ინოვაციად აღიარებული ფრანგული ბრენდი საქართველოშია!

    „ფარმსახლის“ სააფთიაქო ქსელს რამდენიმე თვის წინ დერმატოლოგიურ ინოვაციად აღიარებული ბრენდი „ნეუტრადერმი“ შეემატა. „ნეუტრადერმს“ 120 წლიანი გამოცდილების მქონე, ცნობილი ფრანგული კომპანია „ჯილბერტ ლაბორატორია“ აწარმოებს. ბრენდის მთავარი უპირატესობა უნიკალური ზღვის წყალია – მისი დაპატენტებული ფორმულა შეიცავს მეტ მინერალს და დადასტურებულია დერმატოლოგიურად და პედიატრიულად, რომ უკეთესად ახდენს ყველაზე მგრძნობიარე და მყიფე კანის დატენიანებასაც კი, რაც მას თერმულ წყლებზე დამზადებული ბრენდებისგან მკვეთრად გამოარჩევს. „ნეუტრადერმის“ შემოსვლას სამედიცინო საზოგადოება დიდი ინტერესით შეხვდა და დადებითი შეფასებებიც დაიმსახურა. რა მოლოდინებია ამ ბრენდთან დაკავშირებით და რა როლს შეასრულებს „ნეუტრადერმის“ ფართო ასორტიმენტი დერმატოლოგიაში,- აღნიშნულ საკითხებზე საუბრობს დერმატოლოგი, პროფესორი ქ-ნი თინა ქიტუაშვილი.

    ქ-ნი თინა: კანი ადამიანის ყველაზე დიდი ორგანი და მთავარი, დამცავი ფარია გარემოსა და ადამიანის ორგანიზმს შორის, შესაბამისად მისი სწორი მოვლა, მის სიჯანსაღეზე ზრუნვა დაბადებიდან, ნებისმიერ ასაკში უმნიშვნელოვანესია, რისთვისაც სწორად შერჩეული, კანის ბუნებრივ მდგომარეობასთან მაქსიმალურად მიახლოვებული, უსაფრთხო და ეფექტური გარეგანი გამოყენების საშუალებებია საჭირო. შესაბამისად, ჩვენ დერმატოლოგები, რომელთა პროფესია ყველაზე მჭიდრო კავშირშია კანთან, ყოველთვის დიდი ინტერესით ვხვდებით და ვეცნობით სიახლეებს. „ნეუტრადერმის“ შესახებ სხვადასხვა საერთაშორისო კონგრესებიდან და ჩემი ევროპელი კოლეგებისგან ვფლობდი ინფორმაციას, თუმცა, საქართველოში მისი შემოსვლისას უფრო დეტალურად გავეცანი მას და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ „ნეუტრადერმი“ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს დერმატოლოგიურ პრაქტიკაში. ამის თქმის შესაძლებლობას მაძლევს ის სამეცნიერო ინფორმაცია და 10 წლიანი კვლევები, რომლებიც უშუალოდ „ნეუტრადერმზე“ და მის ინოვაციურ, დაპატენტებულ ფორმულაზე „Active Oligo Skin”(AOS) კომპლექსზეა ჩატარებული. ეს კომპლექსი მიიღება პლანეტის ყველაზე სუფთა ადგილიდან, ირუაზის ზღვის წყლისგან, რომელიც გამოირჩევა შემადგენლობით და მინერალების რაოდენობით. ბრენდის მიმართ სანდობაას ასევე მიმყარებს მწარმოებელი,  „ჯილბერტ ლაბორატორიის“ 120 წლიანი გამოცდილება. კომპანიას შექმნილი აქვს 50-ზე მეტი ბრენდი, მას იცნობენ ამერიკასა და ევროპაში.

    ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რითაც ვფიქრობ, ბრენდი გამოირჩევა,  მისი ფართო ასორტიმენტია. „ნეუტრადერმი“ შექმნილია მთელი ოჯახისთვის, ერგება და აკმაყოფილებს ოჯახის ყველა წევრის საჭიროებას დაბადებიდან. აქვს სხვადასხვა ხაზი და ერთ-ერთი, რომელიც მე განსაკუთრებით მაინტერესებს, რელიპიდ პლიუსის ხაზია. განკუთვნილია მგრძნობიარე, მშრალი, რეაქტიული და ატოპიურობისკენ მიდრეკილი კანისთვის. გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნული კანის ტიპი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია და განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს, „ნეუტრადერმის“ რელიპიდის ჰიდროლიპიდური შრის აღმდეგი ბალზამი ტოპ გაყიდვად პროდუქტებში არის შესული. 

    • თქვენ ხაზი გაუსვით მის შემადგენლობას, აღნიშნეთ, რომ „ნეუტრადერმის“ მთავარი ინგრედიენტია „Active Oligo Skin”(AOS) კომპლექსი, რას ნიშნავს ის და რა უპირატესობას სძენს ის ბრენდს?

    ქ-ნი თინა: თამამად შეიძლება ითქვას, რომ „ნეუტრადერმი“ თავის თავში აერთიანებს ბუნებისა და მეცნიერების უსაზღვრო შესაძლებლობებს.  და აი რატომ… მოგეხსენებათ ზღვის წყალი ბუნებრივად მდიდარია მინერალებითა და მიკროელემენტებით, თუმცა მარილის მაღალი შემცველობის გამო არ არის ადამიანის კანზე და მის pH-ზე ადაპტირებული. საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ბრეტანის რეგიონში, მდებარეობს ირუაზის ზღვა,  რომელიც მისი გამორჩეული, უნიკალური სისუფთავისა და ბიომრავალფეროვნების გამო 1988 წლიდან იუნესკოს ბიუსფერულ რეზერვად არის აღიარებული. „ჯილბერტის“ ლაბორატორია ერთადერთია, რომელმაც სწორედ ირუაზის ზღვის წყლის ინოვაციური, სამმაგი, მაღალტექნოლოგიური ფილტრაციის შედეგად შექმნა და დააპატენტა მაღალტოლერანტული, pH ნეიტრალური „იდეალური წყალი“ – „Active Oligo Skin” (კანის აქტიური ოლიგო) კომპლექსი, რომელშიც სრულად შეინარჩუნა ირუაზის ზღვის თვისებები, კანის სიჯანსაღისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ესენციური მინერალები და მიკროელემენტები. სწორედ  A.O.S კომპლექსშია „ნეუტრადერმის“ მთავარი ძალა, რომელიც არ შეგხვდებათ სხვა არცერთ ბრენდში. აღსანიშნავია და კლინიკური კვლევებიც ადასტურებს, რომ A.O.S კომპლექსი, კალციუმისა და მაგნიუმის, ასევე სხვა, კანის სიჯანსაღისთვის მნიშვნელოვანი მიკროელემენტების შემცველობით და კანზე დადებითი მოქმედების მხრივ აღემატება თერმულ წყლებს. 

    A.O.S. (Active Oligo Skin) კომპლექსზე ჩატარებული ეფექტიანობის 4 ტესტი ადასტურებს, რომ ის უზრუნველყოფს კანის რემინერალიზაციას, რეგენერაციას, ბარიერული ფუნქციის აღდგენას, ნეიტრალური Ph-ისა და ჯანსაღი მიკრობიომის ბალანსის შენარჩუნებას, რაც გაღიზიანებული, მგრძნობიარე კანის მყისიერ დამშვიდებას, ღრმა დატენიანებას და დაცვას უზრუნველყოფს. 

    • ქ-ნო თინა, ახსენეთ, რომ „ნეუტრადერმი“ ფართო ასორტიმენტით გამოირჩევა და განკუთვნილია ოჯახის ყველა წევრისთვის, უფრო დეტალურად რომ აგვიხსნათ, რა ხაზებს აერთიანებს?

    ქ-ნი თინა: რადგან კანზე ზრუნვა ყოველდღიურად, ნებისმიერი ასაკისთვის მნიშვნელოვანია, „ნეუტრადერმიც“ სწორედ ამ მიმართულებით გვთავაზობს ფართო არჩევანს. მაგალითად, ახალშობილებისა და ბავშვებისთვის განკუთვნილია „ნეუტრადერმის ბეიბის“ ხაზი, რომელიც ბავშვთა მოვლის ექსპერტადაა აღიარებული საფრანგეთში. სიმშრალისა და დაჭიმულობისკენ მიდრეკილი კანისთვის განკუთვნილია „ნეუტრადერმის დერმო-რესფექთი“, ხოლო მგრძნობიარე, რეაქტიული და სიმხურვალისკენ მიდრეკილი კანისთვისაა „ნეუტრადერმის დერმო-სუთინგი“. ცალკე ხაზია თმის მოვლისთვის „დერმო-რესფექთის“ სახელწოდებით. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში „ნეუტრადერმის რელიპიდ+“-ის ხაზი, რომელიც ძალიან მშრალი, ატოპიურობისკენ მიდრეკილი კანისთვისაა შექმნილი და „ნეუტრადერმის მისტი“ – კანის დამამშვიდებელი და დამატენიანებელი ეფექტით, რომელიც როგორც ახალშობილებში, ასევე მოზრდილებშია რეკომენდებული.

    • როგორც აღნიშნეთ „ნეუტრადერმის“ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ხაზია „რელიპიდ +“. რა გამოარჩევს ამ ხაზს?

    ქ-ნი თინა: ზოგადად კანის სიმშრალე და ატოპიური დერმატიტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა, შესაბამისად კანის ამ ტიპის მოვლის საშუალებების საჭიროებაც ძალიან მაღალია. ატოპიური დერმატიტი ქრონიკული დაავადებაა, რთული, ცვალებადი და მრავალმხრივია, კლინიკური გამოვლინებების ფართო სპექტრით და მერყეობს გამწვავებისა და რემისიის პერიოდებს შორის, რაც მის მკურნალობასაც ართულებს. მას თან ახლავს დისკომფორტისა და ქავილის შეგრძნება, ქავილის შეგრძნების შემსუბუქების მიზნით ქავილით გამოწვეული ნაკაწრები ხშირად იწვევს კანის კიდევ უფრო მეტად დაზიანებას. ქავილის გამწვავება ხშირად ძილის დარღვევის მიზეზი ხდება როგორც ბავშვებში ასევე დიდებში. „ნეუტრადერმის რელიპიდ +“-ის ხაზი არის შექმნილი სპეციალურად მგრძნობიარე, ძალიან მშრალი და ატოპიური კანისთვის, რომლის „ჰიდროლიპიდური შრის აღმდგენი ბალზამი“ მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში ყველაზე გაყიდვად პროდუქტად ითვლება. სწორედ აღნიშნულ ბალზამზე ჩატარებული კლინიკური კვლევებით დადასტურებულია მისი ეფექტიანობა ატოპიური დერმატიტის სხვადასხვა სიმპტომებზე, ანთებითი ეპიზოდების თავიდან აცილებაზე და ძილის ხარისხის გაუმჯობესებაზე. მისი გამოყენების ფონზე ხდება კანის ღრმა დატენიანება, კანის ჰიდროლიპიდური შრისა და მიკრობიომული ბალანსის აღდგენა-შენარჩუნება, ბარიერული ფუნქციის გაძლიერება, ნეიროგენული ანთების, ქავილის, ჩხვლეტისა და დისკომფორტის განცდის მოხსნა, რაც საბოლოოდ აუმჯობესებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს. აღსანიშნავია, რომ „რელიპიდ +“ის როგორც ბალზამის, ასევე დასაბანი საშუალებების გამოყენებით მიღებული დადებითი ეფექტი ხანგრძლივად ნარჩუნდება. სწორედ მისი ასეთი მაღალი ეფექტიანობა განაპირობებს „რელიპიდ +“-ის ცნობადობას და მასზე მაღალ მოთხოვნას მსოფლიოში.

    • და ბოლოს, როგორც ვიცით არსებობს გარკვეული მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს დერმატოლოგიური ბრენდი. რამდენად შეესაბამება ამ სტანდარტებს ნეუტრადერმი?

    ქ-ნი თინა: დერმატოლოგიური ბრენდის მოეთხოვება რომ იყოს მაქსიმალურად ტოლერანტული, ანუ ადაპტირებული კანის ფიზიოლოგიასთან. ასევე, აუცილებელია რომ იყოს უსაფრთხო, ეფექტიანობა გამყარებული კლინიკური კვლევებით, მნიშვნელოვანია, რომ არ უნდა შეიცავდეს ალერგენებსა და ისეთ დანამატებს, რომელიც იწვევს კანის გაღიზიანებას, მაგალითად როგორიცაა პარაბენები, მინერალური ზეთები, ესენციური ზეთები, ფენოქსიეთანოლი და სხვა. „ნეუტრადერმი“ 100%-ით აკმაყოფილებს აღნიშნულ კრიტერიუმებს, ტესტირებულია დერმატოლოგიურად და პედიატრიულად, გააჩნია მაღალი კლინიკური მტკიცებულებები და ეფექტიანობისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროფილი.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი