თანამედროვე ადამიანის ცხოვრება ერთგვარ მარათონს ჰგავს – სწრაფ ტემპში სვლას, სადაც გაჩერება თითქმის შეუძლებელია. სამსახური, ოჯახი, მუდმივი ზრუნვა პროფესიულ განვითარებასა და სოციალურ ვალდებულებებზე – ყოველდღიურად გვიწევს საკუთარი ენერგიის ათას მიმართულებაზე გადანაწილება. სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ აღარ გვაკმაყოფილებს უბრალოდ ჯანმრთელად ყოფნა, მთავარი ამბიცია კი სიცოცხლის მაქსიმალური ხარისხი გახდა – ძლიერი იმუნიტეტი, გამართული მეტაბოლიზმი და ენერგია, რომელიც არასდროს ილევა. როდესაც გონებრივი თუ ფიზიკური დატვირთვა პიკს აღწევს, სტრესი პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს იმუნიტეტზე. ეს სწორედ ის მომენტია, როდესაც მარტივი გამოსავალი აღარ მუშაობს, სხეულს კი აღარ ჰყოფნის უბრალოდ დასვენება. მას ფუნდამენტური აღდგენა სჭირდება. ამ მხარდაჭერის იდეით კი შეიქმნა New Nordic Folkepillen – ძლიერი კომპლექსური ფორმულა, რომელიც აერთიანებს ყველა იმ აუცილებელ კომპონენტს, რაც ენერგიის , სილამაზისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად გვჭირდება. თუ აქამდე თითოეულ თქვენს საჭიროებაზე მორგებულ რამდენიმე დანამატს იღებდით, ახლა ეს ყველაფერი ერთ აბშია გაერთიანებული. რაც მთავარია, FolkePilen, ისევე როგორც New Nordic-ის სრული ასორტიმენტი, 100%-ით ნატურალური ინგრედიენტებით მზადდება.ეს არის სკანდინავიური ბრენდი, რომელიც 1990 წლიდან ქმნის საკვებ დანამატებს და დღემდე ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას მსოფლიო ბაზარზე. New Nordic-ის თითოეული პროდუქტი იქმნება ევროპული სტანდარტების უმაღლესი დაცვით – რაც ხარისხისა და სანდოობის უტყუარი გარანტიაა.ბრენდს არაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვს მოპოვებული, ხოლო მისი პროდუქტები უკვე წლებია ბესტსელერად ითვლება მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში.
და მაინც, რა სასარგებლო თვისებები აქვს New Nordic Folkepillen?
- იმუნური სისტემის მაქსიმალური გაძლიერება – C, A, D3, B6, B12 ვიტამინები, თუთია, სელენი და სპილენძი აძლიერებენ იმუნურ პასუხს და ეხმარებიან ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში.
- ბუნებრივი ანტიბიოტიკები/ანთების საწინააღმდეგო: ნიორი, კურკუმა, ჯანჯაფილი (იმბირი), პაპრიკა – ეს მცენარეული ექსტრაქტები ცნობილია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული მოქმედებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაციებისა და ვირუსების სეზონზე.
- ანტიოქსიდანტური და დაბერების საწინააღმდეგო მოქმედება – ყურძნის, მოცვისა და ციტრუსის ბიოფლავონოიდების ექსტრაქტები (C და E ვიტამინებთან ერთად) წარმოადგენს მძლავრ ანტიოქსიდანტურ დაცვას, ხელს უწყობს დაბერების პროცესის შენელებას.
- მეტაბოლიზმი და ზოგადი ფუნქციები – ქრომი, თუთია და B ჯგუფის ვიტამინები არეგულირებენ ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების მეტაბოლიზმს.
- ენერგია, სიცოცხლისუნარიანობა და დაღლილობის შემცირება – B ჯგუფის ვიტამინების სრული სპექტრი (B1, B2, B3, B5, B6, B12) და მაგნიუმი უზრუნველყოფს საკვები ნივთიერებების ეფექტურ გარდაქმნას ენერგიად. ეხმარება დაღლილობისა და გამოფიტვის შეგრძნების შემცირებაში, რაც ზრდის შრომისუნარიანობას და ტონუსს.
- ადაპტაცია: ჩინური ლიმონურას ექსტრაქტი არის ცნობილი ადაპტოგენი, რომელიც ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობას სტრესის, ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის მიმართ.
- სილამაზე და კანის, თმის, ფრჩხილების ჯანმრთელობა – A, C, E ვიტამინები, ბიოტინი, თუთია და სპილენძი ხელს უწყობენ კანის ელასტიურობის შენარჩუნებას და კოლაგენის გამომუშავებას. ბიოტინი, თუთია და სილიციუმით მდიდარი ცხენის კუდის ექსტრაქტი აუცილებელია თმისა და ფრჩხილების სტრუქტურის გასამაგრებლად.
New Nordic Folkepillen – 13 მცენარისა და სასიცოცხლო ვიტამინების შერწყმაა, რომელიც შექმნილია, იმისათვის რომ თქვენმა ორგანიზმმა იმუშაოს არა უბრალოდ კარგად, არამედ სრულყოფილად.











