რა არის სინამდვილეში ომეგა-3 და არის თუ არა ის ერთი კონკრეტული ნივთიერება?
ნათია: ბევრს ჰგონია, რომ ომეგა-3 ერთი კონკრეტული ცხიმია, თუმცა სინამდვილეში, ეს ცხიმოვანი მჟავების დიდი ოჯახია. ის შეიძლება დავყოთ მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ცხიმებად. მცენარეული ომეგა-3, ძირითადად, ნიგოზში, თხილში, ჩიასა და ავოკადოში შედის. თუმცა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ეს არის შედარებით დაბალი ხარისხის ომეგა-3, რომელიც ჩვენს ორგანიზმში აქტიურ ფორმად, პრაქტიკულად, ვერ გარდაიქმნება. ყველაზე მაღალი ხარისხის და აუცილებელი არის ცხოველური, კერძოდ, ოკეანის ცხიმიანი თევზის ომეგა-3. ჩვენს ორგანიზმს მისი დამოუკიდებლად წარმოქმნა არ შეუძლია, ამიტომ ის აუცილებლად გარედან, საკვების ან მაღალი ხარისხის საკვები დანამატის სახით უნდა მივიღოთ.
როგორ ამოვიცნოთ ომეგა-3-ის დეფიციტი და არსებობს თუ არა სპეციალური ანალიზი მის შესაფასებლად?
ნათია: საინტერესოა, რომ ომეგა-3-ის დეფიციტის დასადგენად ისეთი პირდაპირი ანალიზი, როგორიც სხვა ვიტამინების შემთხვევაშია, არ არსებობს. ამიტომ, ყველაზე სწორია, ჩვენს რაციონს გადავხედოთ – ვიღებთ თუ არა საკმარისი რაოდენობით ოკეანის თევზს? თუ არა, დიდი ალბათობით, დეფიციტში ვართ. ღრმა დეფიციტის ნიშნები შეიძლება იყოს: კანის სიმშრალე, მეხსიერების გაუარესება, სახსრების ტკივილი და ანთებითი პროცესებისადმი მიდრეკილება; თუმცა, სპეციფიკური, მხოლოდ ამისთვის დამახასიათებელი სიმპტომი მას არ გააჩნია.
რა სარგებელი მოაქვს ომეგა 3-ს ორგანიზმისთვის და ვინ უნდა მიიღოს ის?
ნათია: ომეგა-3-ს აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ამიტომ, თუკი ორგანიზმში ომეგა-3-ის დეფიციტი არსებობს, ანთებითი პროცესები უფრო აქტიურად მიმდინარეობს, მათ შორის, სახსრებში.
ვურჩევ ომეგა-3-ის მიღებას მათ, ვისაც ძვლებისა და სახსრების პრობლემები აქვთ. გარდა ამისა, ის სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობისთვის, რადგან გავლენას ახდენს როგორც სისხლძარღვებზე, ასევე – გულის მუშაობაზე.
ომეგა-3 მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავის ტვინზე: ის გავლენას ახდენს კოგნიტურ ფუნქციებზე, გუნება-განწყობაზე და მეხსიერებაზე.
გარდა ამისა, ის აუცილებელია იმუნური სისტემისთვის და მთლიანად ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის.
მითია თუ რეალობა, რომ ომეგა-3 აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამართული ფუნქციობისთვის?
ნათია: მითიც არის და რეალობაც, გააჩნია, რას ვგულისხმობთ ომეგა-3-ში. თუკი ჩვენ ვიღებთ მაღალი ხარისხის ომეგა-3-ს, რომელშიც EPA ეიკოზაპენტაენის მჟავა მაღალი დოზითაა, მას აქვს დადებითი ეფექტი გულზე და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, მაგრამ დაბალი დოზით ან დაბალი ხარისხის ომეგა-3-ის მიღებას ნამდვილად არ აქვს ეს ჯადოსნური ეფექტი. მაინც უნდა ითქვას, რომ ომეგა-3 ძალიან მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის და აუცილებლად უნდა იყოს საკვებ რაციონში.
ხშირად ამბობენ, რომ ცხიმი მავნებელია. რატომ ითვლება ომეგა-3 გამონაკლისად?
ნათია: დიახ, ჩვენ ცხიმებს ხშირად აღვიქვამთ როგორც მავნე ნივთიერებებს, მაგრამ ომეგა-3 არის „კარგი“ ცხიმი, რომელიც, პირიქით, „ცუდ“ ცხიმებს ებრძვის. ის სისხლში ამცირებს ტრიგლიცერიდებისა და ცუდი ქოლესტერინის დონეს. გარდა ამისა, ის უმნიშვნელოვანესია ტვინისთვის. ჩვენი ტვინი ხომ დიდწილად ცხიმისგანაა აგებული, ომეგა-3 და მასში შემავალი DHA (დოკოზაჰექსაენის მჟავა) კი მისი „საშენი აგურია“, რომელიც უზრუნველყოფს მეხსიერების, აზროვნების მოქნილობის და გუნება-განწყობის გაუმჯობესებას.
ბაზარზე ბევრი დანამატია, რატომ არის სკანდინავიური ბრენდი New Nordic გამორჩეული?
ნათია: ნიუ ნორდიკი 1990 წლიდან აწარმოებს მაღალი ხარისხისა და უსაფრთხოების მქონე საკვებ დანამატებს. ეს ბრენდი ხასიათდება მაღალი სანდოობით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ჩემთვის, ნიუ ნორდიკი არის სანდო და მაღალი ხარისხის ბრენდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ვიზრუნოთ ბუნებრივად.
ნიუ ნორდიკი რედ ოილისა და ფიშ ოილისთვის ომეგა-3-ს ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის ცივი და სუფთა წყლებიდან მოიპოვებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ცივ წყალში თევზი უფრო ხარისხიან და სქელ ცხიმს ივითარებს. ახალი თაობის კრილის ომეგა-3-ც სწორედ ამ ტერიტორიიდან მოპოვებულ წყალშია.
რას წარმოადგენს ახალი თაობის კრილის ომეგა-3 ?
ნათია: რედ ოილი წარმოდგენილია ახალი თაობის ომეგა-3-ით, რომელიც მიიღება კრილისგან -პატარა არსებიდან, რომლებიც არქტიკის ცივ წყლებში ბინადრობს.მისი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ომეგა-3 მასში წარმოდგენილია ფოსფოლიპიდების სახით. ამ ნივთიერებას ორგანიზმი ბევრად მარტივად ინელებს და ეფექტურად ითვისებს, ვიდრე ჩვეულებრივ თევზის ცხიმს.
სახელწოდება „რედ ოილი“ მოდის სწორედ კრილისგან, რომელიც არქტიკის ოკეანის ცივ წყლებში იკვებება წითელი წყალმცენარეებით. რედ ოილის წითელი ფერიც სწორედ ამ წყალმცენარეების პიგმენტით, ასტაქსანტინით, არის განპირობებული.
რა ფუნქცია აქვს ასტაქსანტინს?
ნათია: ასტაქსანტინი არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ანტიოქსიდანტი. ჩვენს ორგანიზმში ბიოლოგიური და მეტაბოლური პროცესების შედეგად წარმოიქმნება დიდი რაოდენობით თავისუფალი რადიკალები – ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც უჯრედებთან ურთიერთობაში შედიან და აზიანებენ მათ. ანტიოქსიდანტები ამ თავისუფალ რადიკალებს ანეიტრალებენ, ხოლო ასტაქსანტინი ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით ეფექტურია.
საინტერესოა, რომ რედ ოილის შემადგენლობაში შემავალი ასტაქსანტინი ლაგდება კანის უჯრედებში და ქმნის შინაგან მზისგან დამცავ ეფექტს. მას აქვს ფოტოპროტექციული მოქმედება – იცავს კანს ულტრაიისფერი დაზიანებისგან, ხელს უწყობს კანის ჰიდრატაციას და სილამაზეს, ასევე ამცირებს ნაოჭებს და დაბერების პროცესს.
ასტაქსანტინი, ზოგადად, ხელს უწყობს ორგანიზმში ენერგიის ზრდას. შესაბამისად, ომეგა-3 და ასტაქსანტინი წარმოადგენს ფანტასტიკურ კომბინაციას, რომელიც საშუალებას იძლევა, ერთდროულად ვიზრუნოთ ჩვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.
ვის ურჩევდით რედ ოილს ?
ნათია: რედ ოილი, მისი მაღალი ეფექტურობის გამო, შეგვიძლია გამოვიყენოთ იმ პაციენტებთან, რომლებსაც ომეგა-3-ის ათვისების პრობლემა აქვთ. როგორც უკვე აღვნიშნე, ის ზრუნავს კანის სიჯანსაღეზე, აქვს დაბერებისა და ნაოჭების საწინააღმდეგო ეფექტი.გარდა ამისა, რედ ოილი ხელს უწყობს სახსრების, გონების და გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის მხარდაჭერას.
რას წარმოადგენს ნიუ ნორდიკ ფიშ ოილი ?
ნათია: ნიუ ნორდიკის ფიშ ოილი კლასიკური ომეგა-3-ა, რომელიც იდეალურია ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის – მათ შორის, ორსულებისთვის და ბავშვებისთვის. იგი ორგანიზმს უზრუნველყოფს საჭირო რაოდენობის ომეგა-3-ით.
ფიშ ოილი მოპოვებულია არქტიკული ოკეანის ცივ წყლებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ცივ წყალში თევზი უფრო სქელ და ხარისხიან ცხიმს ივითარებს. შესაბამისად, ცივ წყალში მოპოვებული თევზიდან მიღებული ომეგა-3 მაღალი ხარისხითა და ძლიერი ეფექტურობით ხასიათდება.
New Nordic არის სკანდინავიური ბრენდი, რომელიც 1990 წლიდან აწარმოებს ფართო სპექტრის საკვებ დანამატებს. მისი ყველაზე მოხმარებადი და ბესტსელერი პროდუქტები წარმოდგენილია მსოფლიოს სამ კონტინენტზე.
New Nordic-ის კონცეფცია გულისხმობს, რომ ჯანმრთელობა და სილამაზეზე ზრუნვა იწყება შიგნიდან. თანამედროვე წარმოების ტექნოლოგიებისა და ბუნებრივი ნედლეულის კომბინაციით, ნიუ ნორდიკი მუდმივად პრემიუმ ხარისხს ინარჩუნებს.












