მუცლის ცხიმის სწრაფი გაქრობა – New Nordic ეფლ საიდერი რეალურად მუშაობს

    თანამედროვე ცხოვრების ტემპში წონის კონტროლი და განსაკუთრებით, მუცლის ცხიმის შემცირება ბევრისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. ადამიანები მუდმივად ეძებენ მარტივ და ეფექტურ გზებს: იქნება ეს დიეტა, ფიზიკური აქტივობა თუ სხვადასხვა დანამატი. თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, შედეგი მხოლოდ მაშინ დგება, როცა პროცესს კომპლექსურად ვუდგებით და ორგანიზმის მუშაობის პრინციპებს სწორად ვიგებთ.

    რა ხდება რეალურად ჩვენს სხეულში ცხიმის დაგროვებისა და წვის დროს? შესაძლებელია თუ არა ბუნებრივი საშუალებებით ამ პროცესის დაჩქარება? და რამდენად ეფექტურია მსოფლიო ბესტსელერი, New Nordic „ეფლ საიდერი“ – ვაშლის ძმარზე დაფუძნებული დანამატი? – ამ საკითხებზე გვესაუბრება ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ლაშა უჩავა.

    ხშირად ისმის კითხვა: ნამდვილად იწვება თუ არა მუცლის ცხიმი New Nordic ეფლ საიდერის დახმარებით?

    ლაშა: დიახ, გარკვეულ პირობებში ეს შესაძლებელია. ეფლ საიდერი, ანუ ვაშლის ძმარზე დაფუძნებული ფორმულა, გავლენას ახდენს ინსულინის რეგულაციაზე. როდესაც ინსულინის დონე დაბალანსებულია, ორგანიზმი უფრო მარტივად გადადის ცხიმის გამოყენებაზე ენერგიის წყაროდ. სწორედ ეს ქმნის პირობებს, რომ ცხიმის მარაგი თანდათან შემცირდეს.

    ბევრს აინტერესებს, შეიძლება თუ არა იგივე ეფექტის მიღება სახლში მომზადებული ვაშლის ძმრით?

    ლაშა: ეს საკმაოდ გავრცელებული მითია. მთავარი პრობლემა დოზირებასა და კონცენტრაციაშია. აბის ან დანამატის სახით მიღებული ფორმულა ზუსტად არის გათვლილი და ორგანიზმზე პროგნოზირებადად მოქმედებს. სახლში მომზადებული ძმარი ასეთ სიზუსტეს ვერ უზრუნველყოფს. მეტიც, ჭარბი რაოდენობით მიღებამ შეიძლება კუჭის ლორწოვანი გააღიზიანოს, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის.

    როგორც ვიცით, New Nordic ეფლ საიდერს „დეტოქს“ ეფექტიც აქვს, როგორ ეხმარება ეს დანამატი ორგანიზმს ზედმეტი სითხისა და „შლაკების“ გამოდევნაში?

    ლაშა: ორგანიზმი მუდმივად ახდენს ნივთიერებების ფილტრაციას – არჩევს, რა უნდა შეიწოვოს და რა – არა. თუ არასასურველი ნივთიერებები უჯრედში ხვდება, სხეულს დამატებითი რესურსი სჭირდება მათ გამოსადევნად. სწორედ აქ ერთვება მცენარეული კომპონენტები, როგორიცაა New Nordic ეფლ საიდერში შემავალი ბაბუაწვერა და არტიშოკი – ისინი ხელს უწყობენ სითხის ბალანსს და გამოდევნის პროცესს ისე, რომ ორგანიზმს ზედმეტად არ ტვირთავენ.

    განსაკუთრებით ხშირად ახსენებენ არტიშოკს. რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

    ლაშა: არტიშოკი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მცენარეა ღვიძლის მხარდასაჭერად. მისი აქტიური ნივთიერებები მოქმედებს ჰეპატოციტებზე – ღვიძლის უჯრედებზე, მათ შორის ცხიმოვან უჯრედებზე. შედეგად, უმჯობესდება ღვიძლის ფუნქცია, რაც პირდაპირ კავშირშია ცხიმის მეტაბოლიზმთან. სწორედ ამიტომ, არტიშოკი ხშირად შედის სამკურნალო პრეპარატებისა და დეტოქს პროგრამების შემადგენლობაშიც.

    საბოლოოდ, რას გვაძლევს ასეთი კომპლექსური მიდგომა და რაში გვეხმარება New Nordic ეფლ საიდერი?

    ლაშა: როდესაც ერთდროულად ხდება ინსულინის რეგულაცია, ღვიძლის მხარდაჭერა და სითხის ბალანსის გაუმჯობესება, ორგანიზმი იწყებს უფრო სწორად ფუნქციონირებას. ასეთ შემთხვევაში, წონის კლება არ არის დროებითი, შედეგი უფრო სტაბილური და უსაფრთხოა.

    New Nordic ეფლ საიდერი სწორედ ასეთ კომპლექსურ მიდგომას ეფუძნება, ის აერთიანებს ვაშლის ძმრის, ბაბუაწვერას, არტიშოკისა და სხვა მცენარეული ექსტრაქტების თვისებებს. მისი მიზანი მხოლოდ წონის შემცირება არ არის; მთავარი აქცენტი კეთდება ორგანიზმის ბალანსის აღდგენაზე, რაც საბოლოოდ უფრო მდგრად და კომფორტულ შედეგს იძლევა.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი