ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება New Nordic ფიშ ოილისგან

    ორგანული ომეგა 3 სკანდინავიიდან!

    ოდესმე თუ დაფიქრებულხართ, რატომ გრძნობთ მუდმივ დაღლილობას, ყველაზე მშვიდი ძილის ან ხანგრძლივი დასვენების შემდეგაც კი? ან რატომ უჭირს თქვენს გონებას ფოკუსირება? და რატომ ვერ ინარჩუნებს თქვენი კანი ბუნებრივ ბრწყინვალებას, საუკეთესო მოვლის პირობებშიც კი? და ჩვენ რას ვაკეთებთ ასეთ დროს?

    • თუ მეხსიერებამ გვიღალატა, ერთ ფინჯან ყავას ვსვამთ გამოსაფხიზლებლად
    • თუ კანი გამოგვიშრა, სახის კრემის უფრო სქელ ფენას ვისვამთ
    • თუ სახსრების ტკივილმა შეგვაწუხა, უბრალოდ მოძრაობას ვაჩერებთ

    თუმცა, არსებობს რეალური და ეფექტური გზა იმისთვის, რომ თქვენმა სხეულმა არა დროებითი გამოფხიზლება, არამედ უჯრედული „გადატვირთვა’’ მოახერხოს.

    ყველა ზემოთ ჩამოთვლილ დისკომფორტს ერთი საკვები დანამატი შველის და ამ ჯადოსნური აბის სახელი ომეგა-3-ია. ბევრს სჯერა, რომ ნიგოზში, ჩიას თესლსა თუ ავოკადოში შემავალი მცენარეული ომეგა-3-ია საკმარისია ორგანიზმის გამოსაკვებად. თუმცა, ეს მითია. თქვენი ტვინისა და გულისთვის რეალური „საწვავი“ მხოლოდ ცხოველური წარმოშობის, კერძოდ კი, ოკეანის ცხიმიანი თევზისგან მიღებული ომეგა-3- ია.

    იღებთ თუ არა კვირაში რამდენჯერმე არქტიკის ცივ წყლებში დაჭერილ თევზს? თუ პასუხი უარყოფითია, დიდი ალბათობით, თქვენი ორგანიზმი ომეგა-3-ის ღრმა დეფიციტშია. სწორედ ამიტომ გაწუხებთ კანის სიმშრალე, მეხსიერების გაუარესება და მუდმივი დაღლილობა.

    New Nordic ფიშ ოილი კი სუფთა წარმოშობის 100%-ით ორგანული ომეგა-3-ია, რომელსაც მსოფლიოს 45 ქვეყანაში ენდობიან და ნომერ პირველ საკვებ დანამატად არის მიჩნეული მსოფლიო ბაზარზე. ამ უპირობო ნდობის საფუძველი ბრენდის 30-წლიანი ისტორია და მისი ევროპული ხარისხია. ნიუ ნორდიკი არის ბუნებრივი ნედლეულისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სრულყოფილი სინთეზი, რომელიც მსოფლიოს 3 კონტინენტზე, ხარისხის ეტალონად იქცა.

    რატომ არის New Nordic ფიშ ოილი შეუცვლელი თქვენი ორგანიზმისთვის? პასუხი მის უნიკალურ უპირატესობებშია: 

    • სკანდინავიური თევზის ქონი – შეიცავს ომეგა-3 – ის ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლური პროცესებისთვის.
    • ვიტამინი E – აუცილებელია ცხიმოვანი მჟავების სრულყოფილი ათვისებისთვის. ასევე, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი, მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე აღდგენით პროცესებში. 

    მათი ერთობლივი მოქმედება კი: 

    • აუმჯობესებს მეხსიერებას, კონცენტრაციასა და კოგნიტურ უნარებს
    • უზრუნველყოფს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანსაღ ფუნქციობას
    • ზრუნავს მხედველობის სიჯანსაღესა და სიმახვილეზე
    • ზრუნავს კანის სიჯანსაღესა და სილამაზეზე
    • დადებითად მოქმედებს იმუნურ და ენდოკრინულ სისტემაზე

    New Nordic ფიშ ოილთან ერთად, თქვენ ირჩევთ არა უბრალოდ დანამატს, არამედ მარადიულ ბრწყინვალებასა და ნათელ გონებას, რომელიც შიგნიდან იწყება.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი