თმის მოვლის სკანდინავიური ინოვაცია უკვე საქართველოშია – New Nordic Hair Volume

    წლების განმავლობაში გვეგონა, რომ ჯანსაღი, ძლიერი და მოცულობითი თმის საიდუმლო სწორ შამპუნში, კონდიციონერსა თუ ნიღაბში იმალებოდა. თუმცა, მსოფლიოში აღიარებულმა სკანდინავიურმა ბრენდმა New Nordic-მა ეს წარმოდგენა შეცვალა და სრულიად ახალი კონცეფცია შექმნა – Beauty In & Out™, რომლის მთავარი იდეაც არის, რომ ნამდვილი სილამაზე შიგნიდან იწყება და გარედან სრულყოფილდება.

    სწორედ ამ ფილოსოფიაზეა დაფუძნებული Hair Volume ხაზი – თმის მოვლის სრული რუტინა, რომელმაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დიდი პოპულარობა მოიპოვა და ახლა უკვე ოფიციალურად საქართველოშიც გახდა ხელმისაწვდომი.

    Hair Volume არ არის უბრალოდ თმის მოვლის კიდევ ერთი ხაზი. ეს არის ერთმანეთთან დაკავშირებული პროდუქტების კომპლექსი, რომელიც ერთდროულად ზრუნავს თმის ფოლიკულებზე, თავის კანზე და თავად თმის ღერზე. სწორედ ამიტომ, New Nordic თმის მოვლას ერთი პროდუქტის გამოყენებით არ განიხილავს – საუკეთესო შედეგი მიიღწევა მაშინ, როდესაც თმა საჭირო კვებას იღებს როგორც ორგანიზმიდან, ისე ყოველდღიური გარეგანი მოვლის საშუალებით: შამპუნით, კონდიციონერით, ნიღბისა და შრატის დახმარებით.

    რუტინის საფუძველს წარმოადგენს Hair Volume-ის საკვები დანამატი, რომელიც ორგანიზმს ამარაგებს თმისთვის აუცილებელი ვიტამინებით, მინერალებითა და აქტიური მცენარეული კომპონენტებით. მისი მოქმედება მიმართულია თმის ფოლიკულების გაძლიერებისა და გააქტიურებისკენ, რაც ხელს უწყობს ახალი თმის ზრდას, ამცირებს თმის ცვენას, ზრდის სისქესა და მოცულობას და თმას ბუნებრივ ბზინვარებას ანიჭებს. სწორედ ამიტომ, Hair Volume ხაზი მხოლოდ თმის გარეგნობაზე კი არა, მის ჯანმრთელობაზე ზრუნავს.

    შიგნიდან დაწყებულ ზრუნვას ავსებს გარეგანი მოვლის სპეციალურად შექმნილი ხაზი. Hair Volume-ის შამპუნი გამოირჩევა განსაკუთრებული ინგრედიენტით: ვაშლის ძმრით, რომელიც ხელს უწყობს თავის კანის მსუბუქ ექსფოლიაციას, ღრმა გაწმენდას, pH-ის დაბალანსებასა და ზედმეტი ცხიმიანობის შემცირებას, თმის გამოშრობის გარეშე. ფორმულაში შემავალი ვაშლის ექსტრაქტი და ჰიდროლიზებული ბრინჯის ცილა კი თმას სიმკვრივეს, ელასტიკურობას, ტენიანობასა და შესამჩნევ მოცულობას ანიჭებს.

    შამპუნის შემდეგ რუტინას აგრძელებს Hair Volume-ის კონდიციონერი, რომელიც კვებავს, აძლიერებს და იცავს თმის ღერს ყოველდღიური დაზიანებისგან. ჰიდროლიზებული ბრინჯის ცილის, ვაშლის ექსტრაქტისა და ფეტვის კომბინაცია ამცირებს მტვრევადობას, აუმჯობესებს თმის ტექსტურას და მას განსაკუთრებულ სირბილესა და ბუნებრივ ბზინვარებას ანიჭებს.

    მათთვის, ვისაც თმა ინტენსიურ აღდგენას საჭიროებს, შექმნილია Hair Volume-ის ნიღაბი. მისი მდიდარი ფორმულა ღრმად ატენიანებს, აღადგენს დაზიანებულ უბნებს და ეხმარება თმას ტენის შენარჩუნებაში, რის შედეგადაც, ის უფრო ძლიერი, ელასტიკური და ჯანსაღი ხდება.

    რუტინის ბოლო ეტაპია Hair Volume-ის შრატი თმის ბზინვარებისთვის. მსუბუქი ტექსტურის დამსახურებით, ის თმას არ ამძიმებს, თუმცა ანიჭებს ბუნებრივ ბზინვარებას, იცავს თერმული დამუშავების დროს, ამარტივებს დავარცხნას და ქმნის უფრო მოცულობითი, გლუვი და მოვლილი თმის ეფექტს.

    Hair Volume განკუთვნილია როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის, რომლებსაც აწუხებთ თმის ცვენა, შემცირებული მოცულობა, გათხელებული ან გამომშრალი თმა, ხშირი ღებვისა და თერმული დამუშავების შედეგად დაზიანებული ღერები ან უბრალოდ სურთ, ყოველდღიურად უფრო ძლიერი, სქელი და ბუნებრივად ბზინვარე თმა ჰქონდეთ. განსაკუთრებით აქტუალურია ეს ხაზი სეზონური თმის ცვენისა და ზაფხულის შემდეგ, როდესაც მზე, ზღვა და მაღალი ტემპერატურა თმას აშრობს და ასუსტებს.

    New Nordic უკვე მრავალი წელია სკანდინავიური ხარისხისა და მეცნიერებაზე დაფუძნებული ინოვაციების სინონიმია. სწორედ ამ გამოცდილების შედეგია Hair Volume – სისტემა, რომელიც თმის მოვლას სრულიად ახალი კუთხით უყურებს და ამტკიცებს, რომ საუკეთესო შედეგი მიიღწევა მაშინ, როდესაც შიგნიდან მიღებული კვება და გარეგანი მოვლა ერთმანეთს ავსებს.

    სასიამოვნო სიახლეა, რომ New Nordic Hair Volume-ის სრული ხაზი უკვე ოფიციალურად ხელმისაწვდომია საქართველოშიც. პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ჯიპისის (GPC) აფთიაქებში, ასევე ონლაინ extra.ge-ზე.

    თუ აქამდე თმის მოვლას მხოლოდ შამპუნისა და ნიღბის არჩევით შემოიფარგლებოდით, დროა, გაიცნოთ სკანდინავიური მიდგომა, რომელმაც მილიონობით მომხმარებელს უკვე დაანახვა, რომ ძლიერი, ჯანსაღი და მოცულობითი თმა ერთდროულად შიგნიდან და გარედან ზრუნვით მიიღწევა.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი