ვარსკვლავი, რომელიც „სასოწარკვეთილი დიასახლისის“ საკულტო პერსონაჟიდან დღეს ბუნებრივი სილამაზის გლობალური ელჩი გახდა.
ჰოლივუდის წესების მიუხედავად, სერიალ „სასოწარკვეთილი დიასახლისების“ ვარსკვლავი ტერი ჰეტჩერი ყოველთვის გამოირჩევა ბუნებრივი სილამაზით. 61 წლის მსახიობი შვედური ბრენდის, New Nordic-ის, გლობალურ სახეა და საერთაშორისო სცენაზე კომპანიის ბესტსელერ პროდუქტს, Hair Volume-ს წარმოადგენს.
„არასდროს მქონია გამორჩეული თმა – წლების განმავლობაში უამრავი რამ ვცადე მის გასაუმჯობესებლად. ახლა კი თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მივაკვლიე ისეთ საშუალებას, რომელმაც ჩემს თმას ბუნებრივი ბალანსი და სიჯანსაღე შესძინა.“ – გულწრფელად ამბობს მსახიობი.
ჰოლივუდის რთულ რეჟიმს, უთვალავ სტილისტურ ექსპერიმენტსა და გადაღებებს ყოველთვის თავისი კვალი აქვს. სწორედ ამიტომ, როგორც თავად ტერი აღნიშნავს, მისთვის ახლა ყველაზე ღირებულია ბუნებრიობა, თავის მოვლა და შინაგან ბალანსზე ზრუნვა.
სწორედ ამიტომ აირჩია მან Hair Volume – არა როგორც მორიგი კამპანია, არამედ როგორც პროდუქტი, რომელიც სხეულის ენას უსმენს და თმას „სიცოცხლის დაბრუნებაში“ ეხმარება.
New Nordic– ის Hair Volume დიდი ხანია, სკანდინავიურ ქვეყნებში N 1 სილამაზის დანამატად ითვლება. მისი იდეა მარტივია: ბუნებრივი ინგრედიენტებით – ვაშლის ექსტრაქტით, ხორბლით, ბიოტინითა და მცენარეული კომპლექსებით – დაეხმაროს თმის ფოლიკულებს გაძლიერებაში, ხოლო თმის ღერებს – მოცულობისა და მბზინვარების დაბრუნებაში.
ტერი ჰეტჩერისთვის გადამწყვეტი ბუნებრივი ფორმულების არსებობა იყო:
„მიხარია, რომ Hair Volume-ის ბრენდ ამბასადორი ვარ. ეს სრულად ეხმიანება ჩემს ხედვას – ჯანსაღი ჩვევები მთავარი კატალიზატორია პოზიტიური და ჯანმრთელი ცხოვრების . რა თქმა უნდა, არც ექიმი ვარ და არც თმის სპეციალისტი, მაგრამ ვფიქრობ, ყველამ უნდა უზრუნველყოს, რომ საკუთარ ჯანმრთელობას სწორად მორგებული საკვები დანამატები შეურჩიოს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ Hair Volume სრულიად ბუნებრივი პროდუქტია, რადგან ხარისხიანი საკვები დანამატები ყველაზე ეფექტური გზაა ჯანმრთელობის მხარდასაჭერად. ეს შესანიშნავი დამატებაა ჩემი ყოველდღიური რუტინისთვის.“
New Nordic-ის დამფუძნებელმა, კარლ კრისტიან ბერგმან იენსენმა, ჰეტჩერთან თანამშრომლობა ბრენდის წარმატებულ სვლად შეაფასა:
„ტერი ზუსტად პასუხობს „beauty in and out” – ის ფილოსოფიას, რასაც ჩვენი ბრენდი ემყარება – ბუნებრივ ჯანმრთელობას, შიგნიდან დაწყებულ სილამაზესა და ცხოვრების ხარისხს. ის ნამდვილად იდეალური წარმომადგენელია.“
ბრენდის დამფუძნებლის თქმით, ჰეტჩერის ენერგია, ხასიათი და გამოცდილება Hair Volume-ის ისტორიას უფრო ღრმა და ემოციური შინაარსით ავსებს.
ტერი ჰეტჩერი დღეს ისეთივე თავისუფალია, როგორც სიუზან მაიერის პირველი გამოჩენის დროს: მშვიდად იღებს საკუთარ ასაკს, უსმენს სხეულს და ინარჩუნებს ბუნებრივ იერსახეს.
„სილამაზე მაშინ იწყება, როცა საკუთარ თავს სცემ პატივს და ისმენ, რას ითხოვს შენი სხეული,“ – ამბობს მსახიობი.
მისი როლი ბრენდ ამბასადორის რანგში მკაფიოდ აჩვენებს, რომ ბუნებრივი სილამაზე არ არის პრივილეგია – ის ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვინც საკუთარ თავს სიყვარულით და ყურადღებით მოუვლის.











