ნიკოლ კიდმანი Balenciaga-ს ულამაზესი კაბით

    50 წლის ავსტრალიელი მსახიობი, ნიკოლ კიდმანი Balenciaga-ს ერთგული მომხმარებელია. რამდენიმე დღის წინ მსახიობმა ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც Instyle Magazine-ის ფოტოსესიაში ულამაზესი წითელი კაბით პოზირებს.

    როგორც ჩანს, წითელი მისი საყვარელი ფერია: 2007 წლის ოსკარების დაჯილდოვების ცერემონიალზე ნიკოლი Balenciaga-ს ულამაზესი წითელი კაბით მივიდა. 2017 წელს კი, Glamour-ის წლის ქალის ტიტულის აღსანიშნავად, კვლავ დემნა გვასალიას სამოსი მოირგო. ფოტოსესიაში ის Balenciaga-ს ზედით და წითელი pantashoes-ით (ფენთაშუზი) გადაიღეს.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი