ნიკი მინაჟი დედა გახდა

    ჟურნალი People იუწყება, რომ ნიკი მინაჟი დედა გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, მომღერალს პირველი შვილი 30 სექტემბერს, მეუღლისგან, კენეტ პეტისგან შეეძინა. ბავშვის სქესის და სახელის შესახებ ჯერჯერობით მშობლებს განცხადება არ გაუკეთებიათ.

    მინაჟმა თავისი ორსულობა ინსტაგრამის ორი გახმაურებული პოსტით დააანონსა, რომელსაც გაუკეთა წარწერა ,,ორსული.“

    ,,ნიკი ამწუთას თავს ბედნიერად გრძნობს. იგი ლოცულობდა, რომ დედა გამხდარიყო და ეს დროც დადგა. ის ახლა ყველაზე ბედნიერი ქალია“ – განაცხადა წყარომ BAZAAR.com-თან საუბრისას.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი