ნინო კანდელაკი: რაც უფრო ადრე ვიწყებთ თავის მოვლას, მით უფრო ნელდება დაბერების პროცესი

    პირველივე ნაოჭის გაჩენის შემდეგ იწყება ფიქრი, თუ როგორ შევანელოთ დაბერების პროცესი და გავიქროთ ნაოჭები. გარდა იმისა, რომ აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესი, მოწესრიგებული ძილის გრაფიკი და სწორი კვება, არსებობს პროცედურებიც, რომლებიც არათუ ანელებს დაბერების პროცესს, არამედ ხელს უწყობს კანის გაახალგაზრდავებას. ამ ყველაფერზე სასაუბროდ Organic lab–ის მთავარ ექიმს, დერმატო-კოსმეტოლოგ ნინო კანდელაკს ვესტუმრეთ.

    ნინო კანდელაკი: 30 წლის შემდეგ აუცილებელია დღის და ღამის, ასევე თვალის გარშემო წასასმელი საცხის გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პაციენტების უმეტესობას ჯერ ნაოჭები არ აწუხებს და სახის კანიც ნორმალურ მდგომარეობაში აქვთ, მაინც სჭირდებათ როგორც სახის ისე ხელების და ტანის საცხების გამოყენება. აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ კანი აუცილებლად უნდა დავატენიანოთ, მითუმეტეს, თუ სიმშრალისკენაა მიდრეკილი. საცხები უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად. თითოეული ადამიანის კანი სხვადასხვანაირად აღიქვამს პროდუქტს. თუ არ იცით რომელ კატეგორიას მიეკუთვნება თქვენი კანის ტიპი, აუცილებელია დერმატოლოგთან კონსულტაცია.

    როგორ მოვიქცეთ კანის სიმშრალის ან ცხიმიანობის დროს?
    ზედმეტი ცხიმიანობის დროს კარგია სახის დასაბანი სითხეები ან სახის საპონი. აუცილებელიცაა რომ ამ საშუალებებით მოხდეს სახის ჩამობანა. თუმცა, აქაც საჭიროა ზომიერების დაცვა. მშრალი კანისთვის ზედმეტდ ხშირად დაბანა და საპნის გამოყენება რეკომენდირებული არ არის, რადგან კანი კიდევ უფრო შრება და იქერცლება. ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია მაკიაჟის მოშორება. ეს უნდა იყოს ოქროს წესი ყველა ქალბატონისთვის. სახის დაბანის შემდეგ კი წაისვით ღამის საცხი.

    რა შეიძლება გავაკეთოთ კომბინირებული კანის შემთხვევაში ?
    კომბინირებული კანისთვის არსებობს სპეციალური საცხები და თავის მოვლის საშუალებები, რომელიც პაციენტმა უნდა მოირგოს ინდივიდუალურად. პირადი ჰიგიენა და მოვლა უნდა იყოს ცხოვრების წესი, ვერ წარმომიდგენია ქალბატონი, ვინც სახეს არ იბანს. ბევრია ისეთიც, ვინც მაკიაჟით იძინებს.

    რა შემთხვევაშია საჭირო სახის წმენდა/ღრმა წმენდა?
    თუ გვინდა რომ კანი კარგად გამოიყურებოდეს, გარკვეული ასაის შემდეგ სახის წმენდა
    აუცილებელია. ღრმა წმენდას რაც შეეხება, თუ საჭიროება არ არსებობს ამ პროცედურას არ ვატარებთ. წღრმა წმენდა რეკომენდებულია წელიწადში ერთხელ. თუმცა, როგორც გითხარით, არის შემთხვევბი, როდესაც შესაძლოა რამდენჯერმე ჩატარდეს ეს პროცედურა. ესეც ინდივიდუალურია. კანზე გვაქვს რქოვანი შრე, რომელიც ნელ-ნელა, ასაკთან ერთად სქელდება. შესაბამისად, უნდა მოხდეს მისი მსუბუქი აქერცვლა, გაკეთდეს პილინგი და ა.შ.

    რამ შეიძლება გამოიწვიოს სიშავეები თვალის გარშემო და როგორ ვუშველოთ ამ პრობლემას?
    თვალის გარშემო სიშავე შეიძლება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობოს. პირველ რიგში უნდა დადგინდეს რისგან არის ეს გამოწვეული, უნდა შეირჩეს სპეციალური საცხი თალის გარშემო ზონისთვის. ასევე, შესაძლებელია თვალის პროცედურების ჩატარებაც, რომელიც საკმაოდ აუფერულებს შავ წრეებს და ასწორებს წვრილ ნაოჭებს. ეს ძალიან მარტივი და სწრაფი პრცედურაა, რომელსაც შესამჩნევი შედეგი აქვს. ჩამუქებული უპეები ზოგჯერ ჯანმრთელობის პრობლემებთანაც არის დაკავშირებული, ამიტომ, როდესაც პაციენტი მოდის ჩვენთან, მისგან ვიღებთ ანამნეზს და ვაზუსტებთ რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე. შემდგომ, ამის მიხედვით ვიღებთ გადაწყვეტილებას.

    როდის დავიწყოთ ზრუნვა ყელისა და დეკოლტეს ზონაზე?
    ყელი და დეკოლტე ასაკის მატებასთან ერთად იწყებს დბერებას. ყელი და ხელები არის ერთ-ერთი „გამყიდველი“ ზონა. ამიტომ, რაც უფრო ადრეულ ასაკში დავიწყებთ მათ მოვლას, მით უკეთესია. ძალიან კარგია სხვადასხვა პროცედურების ჩატარება, ხელის საცხების გამოყენება. გამღიზიანებლები უცილებლად უნდა ამოვიღოთ ხმარებიდან. როგორც გითხარით, ძალიან კარგია პარაფინის პროცედურების ჩატარება, რომელიც ჩვენს კლინიკაშიც კეთდება და გვაქვს სხვადასხვა სახის და არომატის პარაფინები, ხელის მოვლის საშუალებები. ჩვენთან შესაძლებელია მათი შეძენა და საკმაოდ ხელმისაწვდომი და ეფექტიანია. ქალებს ვურჩევდი, რომ ხელები მუდმივად დაიტენიანონ. როგორც სახეს ისე ხელებსაც უხდება სეზონური ხილისგან (დაბლენდერებული ხილი) დამზადებული ნიღბები. კარგია ზეითუნის ზეთიც.

    40 წელს ზემოთ ქალბატონებისთვის როგორ იცვლება თავის მოვლის მეთოდები?
    ამ ასაკში უფრო მეტი ჩარევაა საჭირო. გააჩნია მათ როდის აქვთ დაწყებული საკუთარ თავზე ზრუნვა, ვინაიდან, რაც უფრო ადრე იწყებს ქალი თავის მოვლას, მით უფრო ნელდება დაბერების პროცესი. უკვე არსებობს ისეთი საშუალებები, რომლებიც დაბერების პროცესს საგრძნობლად ანელებს.

    რომელი პროცედურებია ყველაზე პოპულარული და ეფექტიანი ამ ასაკში?
    პროცედურები კომბინირებულად დანიშნული და ჩატარებული უნდა იყოს. პირველ რიგში, პაციენტმა მოსამზადებელი პერიოდი უნდა გაიაროს. კომბინირებულ მეთოდში კეთდება როგორც თერაპიული და აპარატული, ასევე ინექციური მეთოდებით ჩარევა. სხვათაშორის, მოდიან ქალბატონები და პირდაპირ ითხოვენ ამა თუ იმ პოროცედურას. მაგალითად, ახლა ძალიან პოპულარულია ბიორევიტალიზაცია და პირდაპირ ამ პროცედურის ჩატარებას გვთხოვენ. თუმცა, იმისათვის, რომ ბიორევიტალიზაციის უკეთესი შედეგი დადგეს, მოსამზადებელი პერიოდი
    აუცილებელია.

    რას სთავაზობს „ორგანიქ ლაბი“ მამაკაცებს და მოგმართავენ თუ არა ისინი სხვადასხვა პროცედურების გასაკეთებლად?
    როგორც წესი, მამაკაცების უმეტესობა საჭიროდ არ თვლის რომ თავის მოვლის პროცედურები ჩაიტაროს, ან არ აქვს საკმარისი ინფორმაცია. საბედნიეროდ, „ორგანიქ ლაბს“ აქვს მამაკაცის ხაზიც. ჩვენს კლინიკაში საკმაოდ ხშირია მომართვიანობა მათი მხრიდან. ჩვენ მათ ვთავაზობთ თერაპიულ პროცედურებს. ხშირია სახეზე გამონაყარიც და ამ პრობლემითაც მოგვმართავენ. მოგეხსენებათ ჩვენს კლინიკაში მუშაობენ ლიცენზირებული ექიმ-დერმატოლოგები, შესაბამისად, გვაქვს უფლება, რომ პროცედურებთან ერთად, მათ მკურნალობაც შეთავაზოთ.

    გარდა კანის პრობლემებისა, აქტუალურია თმის მოვლა, მოვლის საშუალებები და პროცედურები. ამიტომ მამაკაცებს (და არა მხოლოდ მათ) ვთავაზობთ თმის ცვენის საწინააღმდეგო პროცედურებს და ვეხმარებით ამ პროცესიის შეჩერებაში. ასევე პოპულარულია ლაზერული ეპილაცია. მინდა ვთქვა, რომ „ორგანიქ ლაბს“ აქვს ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი და ინოვაციური ლაზერის აპარატები. ამ მხრივ (და არამარტო), ნამდვილად ვართ მოწინავე პოზიციაზე.

     

    ავტორი: მაკა ქოჩლაძე

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი