ნინო კუზანოვა: “ქალმა მხრებში გამართულმა და თავაწეულმა უნდა იაროს”

    ჩვენი რესპოდენტი ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურება, მუდამ ფორმაშია და სილამაზის საკუთარი ფორმულა აქვს. თავის მოვლის სფერო მისთვის ძალიან ახლო და ნაცნობია, თუმცა მისი თქმით, კიდევ არსებობს რაღაც, რაც გვეხმარება, რომ გავანათოთ. წარმოგიდგენთ ბლიც ინტერვიუს ქალბატონ ნინო ნადირაძე-კუზანოვასთან:

    რას ნიშნავს თქვენთვის სილამაზე და რა ასაკიდან დაიწყეთ თავის მოვლა?

    რაც თავი მახსოვს სულ ვზრუნავ საკუთარ გარეგნობაზე, ბაღშიც კი არ მივდიოდი ერთიდაიგივე ტანსაცმლით.

    რა პროცედურებს მოიცავს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვა?

    მე სიგამხდრისკენ მიდრეკილი ადამიანი ვარ, საკმარისია კვების რეჟიმი დამერღვეს, მაშინვე ვხვდები. მართალია ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე მიჭირს კვების რეჟიმის დაცვა, მაგრამ ვცდილობ ვაკონტროლო. გარდა ამისა, ყოველ დილით 7 საათზე ვიღვიძებ და 20 წუთი ვვარჯიშობ. შემდეგ, შესვენებაზე ვაკეთებ ველოსიპედს. საღამოს უფრო აქტიურად ვვარჯიშობ და ამის შემდეგ ვჭამ, საჭმელი რომ შემერგოს.

    რას ფიქრობთ ნუტრიკოსმეტიკაზე?

    ნუტრიკოსმეტიკის შესახებ მსმენია და ვიცი, თუმცა ჯერ არ მისარეგბელია, ამ ეტაპზე მხოლოდ ჰიალურონის ფხვნილს ვიყენებ.

    როგორ ფიქრობთ, რა არის ის მინიმუმი, რაც ყველა ადამიანმა უნდა გააკეთოს საკუთარი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის?

    პირველ რიგში, არ უნდა გაგვექცეს წონა. საჭირო არ არის სპორტდარბაზში სიარული, სახლის პირობებში ვარჯიშითაც შესაძლებელია სასურველი ფორმების მიღება.

    რა უნდა გავაკეთოთ, რომ ყოველთვის კარგად გამოვიყურებოდეთ და თავდაჯერებულები ვიყოთ?

    ძალიან მნიშვნელოვანია სახის კანის მოვლა, ამისთვის კი აუცილებელი არ არის ძვირადღირებული პროდუქციის შეძენა. რაც მთავარია, ქალმა მხრებში გამართულმა და თავაწეულმა უნდა იაროს, ეს წლებს მნიშვნელოვნად აკლებს. აუცილებელია კარგი ღიმილიც, მდიდარს და ღარიბს უამრავი დარდი აქვს, მაგრამ შინაგანი ხალისი არ უნდა დაკარგოს ადამიანმა.

    1+

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი