ნიუ-იორკელები ამიერიდან ZOOM-ში იქორწინებენ!

    კორონავირუსის პანდემიის გამო, მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ქორწილი გადაიდო. ბევრმა წყვილმა მოახერხა და დაქორწინება მეგობრების წრეში, სიბოლურად, ონლაინ აღნიშნა. თუმცა, ნიუ-იორკში ოფიციალურად ქორწინება უკვე ონლაინ იქნება შესაძლებელი.

    ამის შესახებ გასულ უქმეებზე ნიუ-იორკის გუბერნატორმა, ენდრიუ ქუომომ განაცხადა: “ქორწინების გაფორმება ახლა უკვე ყველა კანონის დაცვით, ონლაინაც შეიძლება. ჩემი ბრძანების თანახმად, ნიუ-იორკში ქორწინების ლიცენზიას ონლაინ გავცემთ და ჩვენს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ცერემონია დისტანციურად წარმართონ.”

    გამორიცხული არ არის, რომ ქორწინების ეს მეთოდი კარანტინის გასვლის შემდეგაც ძალაში დარჩეს.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი