სინგაპურის, პარიზის ან ჰონგ-კონგის მონახულებას თუ გეგმავთ, მოემზადეთ იმისათვის, რომ თქვენს საფულეში შესაძლოა ხურდაც კი აღარ დარჩეს. ცოტა ხნის წინ, მსოფლიოს იმ ქალაქების სია გამოქვეყნდა, სადაც ცხოვრება ყველაზე ძვირია.
ჰონგ-კონგი და სინგაპური ამ სიის სათავეში მოექცნენ. აქ ტრანსპორტით სარგებლობა 2.4-ჯერ ძვირია, ვიდრე ნიუ-იორკში. ტანსაცმელი და სხვა საჭირო ნივთებიც წარმოუდგენლად ძვირი ღირს. ასე რომ, საშოპინგოდ სხვა ქვეყნები აირჩიეთ.
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქებს შორის მოხვდნენ პარიზი და ნიუ-იორკიც. როგორც აღმოჩნდა, ნიუ იორკში სტილისტთან ვიზიტი და ვარცხნილობის გაკეთება 210 დოლარი ღირს, პარიზში 119 $ ხოლო სინგაპურში 96 დოლარი. რაც შეეხებათ მამაკაცებს, საქმიანი ლუქი (შარვალი და პიჯაკი) საშუალოდ 2.729 დოლარი უჯდებათ, სინგაპურში 1.161 $, პარიზში კი დაახლოებით 2.000$.
გთავაზობთ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქების სრულ სიას:
1. სინგაპური, სინგაპური
2. პარიზი, საფრანგეთი
3. ჰონგ კონგი, ჩინეთი
4. ციურიხი, შვეიცარია
5. ჟენევა, შვეიცარია
6. ოსაკა, იაპონია
7. სეული, სამხრეთ კორეა
8. კოპენჰაგენი, დანია
9. ნიუ-იორკი, ამერიკის შეერთებული შტატები
10. თელ-ავივი, ისრაელი
11. ლოს ანჯელესი, ამერიკის შეერთებული შტატები













