Off-White-ის უცნაური ჩანთა, რომელშიც ვერაფერს ჩადებთ!

    უკვე რამდენიმე სეზონია, აქსესუარების დიზაინერები სულ უფრო დიდ გასაქანს აძლევენ საკუთარ ფანტაზიას და მათი კოლექციებიც სულ უფრო უცნაურია. უცნაური თავიდან, თორემ მალევე იქცევა ტრენდად და იმკვიდრებს ადგილს, როგორც ეს Jacquemus -ის ციცქნა ჩანთების შემთხვევაში მოხდა. ახალი თაობის ჩანთებს დაკარგული აქვთ თავისი ფუნქცია და მხოლოდ გასაფორმებლად, აქსესუარად გამოიყენება.

    ამჯერად მოდის მოყვარულები Off-White’s Virgil Abloh -ის ჩანთებს განიხილავენ. Meteor Bags ასე ჰქვია ახალ აქსესუარს, რომელსაც ცენტრში დიდი ზომის ნახვრეტები აქვს და სავარაუდოდ, მასში საჭირო ნივთების ჩადება შეუძლებელი იქნება.

    ამ ჩანთების ღირებულება 1,665 აშშ დოლარია.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი